DonCaredo Posted March 26, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2012 შენ რომ კაცს ელაპარაკებოდე და უეცრად მოკვდეს, რა მუხლი უნდა წაგიყენონ ბრალდებად?კაცს რომ ვალი ქონდეს ჩემი და მე რომ ის კაცი ჩემთან სახლში მივიყვანო, და იქ მოკვდეს, ძალიან დიდი პრობლემები შემექმნება. ქუჩაში ხომ არ ლაპარაკობდნენ და ისე ხო არ მოკვდა კაცო? წაიყვანეს ზავედენიეში, სადაც პასუხისმგებლები არიან ადამიანის სიცოცხლეზე. კაცი მოკვდა. ეს ამბავი თითონ კი არ უნდა გამოიძიონ, პირიქით, თუ მართლები არიან, უნდა მაქსიმალურად ჩართონ მედია, არასამთავროები, რომ დაამტკციცონ. ეგენი კი რას აკეთბენ? მითუმეტეს ქიმერიძის ამბის მერე? აი სულ გვკიდიაო, ჩვენ თითონ გამოვიძიებთ ჩვენ საქციელსო და გეტყვით მერე დამნაშავეები ვართ თუ არაო. ხოდა თქვენ თუ არ დაიჯერებთ, ჩვენ გვყავს მაინც დენიროს და კარდუს ნაირი მხარდამჭერები, რომლებიც დაგვიჯერებენო. ხოდა შენ გჯეროდეს მაგათი. მე არ მჯერა სანამ ფაქტს არ დადებენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
De Niro Posted March 26, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2012 DonCaredo კაცს რომ ვალი ქონდეს ჩემი და მე რომ ის კაცი ჩემთან სახლში მივიყვანო, და იქ მოკვდეს, ძალიან დიდი პრობლემები შემექმნება.ძალიან დიდი პრობლემები არ შეგექმნება, არ ხდება რა ესე ჰაერზე, მაგ შემთხვევაში დაადგენენ სიკვდილის გამომწვევ მიზეზს და თუ ამ მიზეზში შენი ბრალეულობა არ გამოიკვეთა არანაირი პრობლემა არ შეგექმნება, დაკითხვებზე გარბენინებენ და ოდნავ უსიამოვნო პროცესია სანამ სიმართლე გაირკვევა თორემ სხვა დანარჩენი რომ ვიღაცამ რაღაც დაგაბრალოს და ა.შ ეგ გამორიცხულია. ქუჩაში ხომ არ ლაპარაკობდნენ და ისე ხო არ მოკვდა კაცო? წაიყვანეს ზავედენიეში, სადაც პასუხისმგებლები არიან ადამიანის სიცოცხლეზე. ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმღებლობას ვერ აიღებს პოლიცია ვერც ზავიძენიაში და ვერც ზავიძენიის გარეთ. კაცი მოკვდა. ეს ამბავი თითონ კი არ უნდა გამოიძიონ,თვითონ არ იძიებენ, გენ ინსპექცია ან და პროკურატურა იძიებს ასეთი ტიპის შემთხვევებს. პირიქით, თუ მართლები არიან, უნდა მაქსიმალურად ჩართონ მედია, არასამთავროები,მედია და არასამთავროები არ არიან სამართალდამცავი ორგანოები შესაბამისად მათი გამოძიების პროცესში ჩართვა არასავალდებულოა, ისე თუ საჭიროდ მიიჩნევს გამოძიების მწარმოებელი ორგანო ჩართავს კიდეც ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდებისა და გამოძიების გამჭვირვალობის მიზნით. რომ დაამტკციცონრა უნდა დაამტკიცონ? რომ კაცს გული არ გაუხეთქეს ეეს? კაი რა რეებს წერ. ხოდა თქვენ თუ არ დაიჯერებთ, ჩვენ გვყავს მაინც დენიროს და კარდუს ნაირი მხარდამჭერები, რომლებიც დაგვიჯერებენო. ისე სიმართლე რომ გითხრა ვინმე დაიჯერებს თუ არ დაიჯერებს ეგეც მაგრად კიდიათ დამჯერებელიც და არ დამჯერებელიც, აქ საქმე იმაში კი არ არის რომ ვიღაცა რაღაცას არ დაიჯერებს ან დაიჯერებს, აქ საქმე იმაშია რომ პოლიციაზე გაბოროტებულმა კაცმა არარსებული ჭიანჭველიდან სპილო არ უნდა გამოძერწო, ობიექტურად უნდა შეხედო საკითხს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted March 26, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2012 ისე სიმართლე რომ გითხრა ვინმე დაიჯერებს თუ არ დაიჯერებს ეგეც მაგრად კიდიათხოდა შენც დაიკიდე რა, მე დავიჯერებ თუ არა აქ საქმე იმაშია რომ პოლიციაზე გაბოროტებულმა კაცმავირთხები, ძაღლები, ბაყაყები, რავი კიდე ბევრი ცხოველია რომ არ მევასება, მაგრამ გაბოროტებული კი არ ვარ მაგათზე სხვა დანარჩენი რომ ვიღაცამ რაღაც დაგაბრალოს და ა.შ ეგ გამორიცხულია.ვახ ვერ ვპოულობ კარდუ რომ ამბობს რაღაც გადაცემაში, "დღევანდელ საქართველოში ეს გამორიცხულია" Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted March 26, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2012 De Niroუფ რა მომაყარე... ხო ჯერ არ ყოფილა არა შემთხვევა ... ხაშურში არ მოკლეს ძაღლებმა კაცი??.. ვარაუდი გამოვთქვი, იქნებ ანერვიულეს და გული გაუსკდა, რატო გამორიცხავ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
De Niro Posted March 26, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2012 DonCaredo ხოდა შენც დაიკიდე რა, მე დავიჯერებ თუ არაკაი ნუ დაიჯერებ. ვირთხები, ძაღლები, ბაყაყები, რავი კიდე ბევრი ცხოველია რომ არ მევასება, მაგრამ გაბოროტებული კი არ ვარ მაგათზეარც მე არ მომწონს, ძაღლებს კი არ ვვექილობ უბრალოდ მანდ ნაღდად უბედური შემთხვევა მოხდა ასეა ეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted March 26, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2012 ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმღებლობას ვერ აიღებს პოლიცია ვერც ზავიძენიაში და ვერც ზავიძენიის გარეთ.აბა რომ დამიბარებენ, არ მივალ მაშინ. ვერ ვყოფილვარ უსაფრთხოდ შენ პასუხისმგებლობა და გარანტიები გეშლება. მე არ მითქვამს, რომ გარანტია უნდა მისცეს მეთქი, რომ მას არაფერი მოუვა. მე ვთქვი, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, როდესაც მის განკარგულებაში გადავიდა ადამიანი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
De Niro Posted March 26, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2012 DonCaredoვერ აიღებს ვერც პასუხისმგებლობას და ვერც გარანტიას ვერ მიცემს. აბა რომ დამიბარებენ, არ მივალ მაშინ. ვერ ვყოფილვარ უსაფრთხოდეგრე ტრანსპორტით რომ გადაადგილდები უსაფრთხოდ ხარ? არ შეიძლება უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდე?ხანძრის ან სტიქიური უბედურების? ვინ აიღებს ამაზე პასუხისმგებლობას? ვერავინ, ეს შემთხვევები კვალიფიცირდება უბედურ შემთხვევებად და ერთ ერთი ასეთი უბედური შემთხვევა მოხდა იმ განყოფილებაშიც, უბრალოდ დრო და ადგილი ბადებს საზოგადოებაში ეჭვს და ჭორის დონეზე მითქმა მოთქმებს თორემ რა იცი რომ მაგ კაცს იმ დღეს პოლიციის განყოფილების გარეთ არ გახეთქვოდა გული? ხოლო თუ მისი სიკვდილის გამომწვევ მიზეზში რაიმენაირად ურევია პოლიციის ხელი ეს ამბავი არ დაიმალება, მაგის ვარიანტი არ არსებობს, არ არის ეხლა ვიღაც გორის უბნის ინსპექტორი ისეთი მაღალჩინოსანი რომ რაღაცის გამო ხელი დააფარონ, შუაზე გაბრდღვნიან გეუბნები ჰაერში გატისკავენ გაათახსირებენ დედას მოუტყნავენ, სულ უბრალოს ტისკებში გაატარებენ და მიზეზი რო ქონდეთ ჯოხს მაგ უბედურზე გადატეხენ ვიღაცაა გახლართული ამ შარში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted March 26, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2012 (edited) ეგრე ტრანსპორტით რომ გადაადგილდები უსაფრთხოდ ხარ?არ ვარ. მერე? შენ პასუხისმგებლობა გეშლება მეთქი გარანტიებში და დანაშაულში. კაფელშიკი რომ კაფელს გაგიკეთებს და ის კაფელი ჩამოცვივდება, კაფელშიკია პასუხისმგებელი, და ის თუ დაგიმტკიცებს, რომ მისი ბრალი კი არა, კაფელის უხარისხობის ბრალი იყო, აი მაშინ განთავისუფლდება უკვე პასუხისმგებლობისგან. სანამ ვერ დაამტკიცებს საწინააღმდეგოს, ისაა პასუხისმგებელი. გარანტია კი ნიშნავს, რომ ის გარანტიას გაძლევს რომ არ ჩამოვარდება ის კაფელი, მაგრამ თუ ჩამოვარდა, შენ ღლეზე გკიდია რის გამო ჩამოვარდა, მოეტანა კაი კაფელი მაშინ. იმან უნდა აგინაზღაუროს. ასეა ძაღლობაში წაყვანილი კაცი. სანამ არ დაამტკიცებ, რომ იმ კაცს მეხი დაეცა, ან გული გაუსკდა და ამაში არ მიუძღვის ბრალი რომელიმე ძაღლს (დააშინა, ფსიქოლოგიურად იმოქმედა, გადაამეტა უფლებამოსილებას და ა.შ), მანამდე პასუხისმგებლობა ეკისრება საძაღლეთს. რა არის აქ გაუგებარი? ბავშვებს რომ წაიყვანს მასწავლებელი ექსკურსიაზე, ვინაა იმ ბავშვებზე პასუხისმგებელი? Edited March 26, 2012 by DonCaredo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
De Niro Posted March 26, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2012 laciუფ რა მომაყარე... ხო ჯერ არ ყოფილა არა შემთხვევა ... ხაშურში არ მოკლეს ძაღლებმა კაცი??..შეიძლება ხაშურში მოკლეს კიდეც კაცი, ადრე კი კლავდნენ ადამიანებს და მაღალი სართულებიდან ყრიდნენ, აგერ ჩემი მეზობელი შევარდნაძის დროს ცემით გახეთქეს ნაღველი გაუხეთქეს და თირკმელები დაუჟეჟეს რომ ნახეს რომ კვდებოდა გამოუშვეს 30 მეტრი გაიარა პოლიციის შენობიდან დაეცა და მოკვდა. აი ეს მკვლელობებია და აი აქ მიუძღვით ბრალი, მაგრამ იმ შემთხვევას რა შემთხვევასაც აქ განვიხილავთ სახელად ქვია უბედური შემთხვევა და აქ პოლიციას ბრალი არ მიუძღვის. ვარაუდი გამოვთქვი, იქნებ ანერვიულეს და გული გაუსკდა, რატო გამორიცხავ? არ გამოვრიცხავ და ზემოთ დავწერე კიდეც რომ შეიძლება ფსიქოლოგიური ზემოქმედების გამო დაემართა ის შეტევა, აღელდა და ა.შ, მაგრამ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ვერ დადგება ბუნებაში არ არსებობს ასეთი დანაშაული რომ ვიღაცამ ვიღაცას შიშით ან ნერვიულობით გული გაუხეთქოს. პ.ს ჩემზე დარდმა სამი ქალი გადაიყოლა ხუთმა თავი მოიწამლა, რვამ თავი დაიხრჩო პაჟიზნენნი მეკუთვნის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
De Niro Posted March 26, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2012 DonCaredoბავშვებს რომ წაიყვანს მასწავლებელი ექსკურსიაზე, ვინაა იმ ბავშვებზე პასუხისმგებელი?არავინ, აი ვთქვათ წაიყვანა ტყეში ექსკურსიაზე მასწავლებელმა ბავშვები, გამოვარდა მგელი დაგლიჯა ბავშვები და რაა? გგონია ამაზე მასწავლებელის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted March 26, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2012 ჩემზე დარდმა სამი ქალი გადაიყოლა ხუთმა თავი მოიწამლა, რვამ თავი დაიხრჩო პაჟიზნენნი მეკუთვნის :D ფოტო დაიდოს.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted March 26, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2012 მაგრამ იმ შემთხვევას რა შემთხვევასაც აქ განვიხილავთ სახელად ქვია უბედური შემთხვევა და აქ პოლიციას ბრალი არ მიუძღვის.აი ასე უაპელაციოდ რატომ ამტკიცებ ამას? მე ხომ არ ვამტკიცებ, რომ მოკლეს. მე ვამბობ, რომ მაქვს საფუძველი, მქონდეს ეჭვი, მითუმეტეს ქიმერიძის ამბის მერე, და კიდევ იმის გამო, რომ ვთვლი (და ასეც არის), დღევანდელი ძაღლობა უფრო უარესია, ვიდრე ედიკას დროინდელი. აი შენ კი ამტკიცებ რომ ნამდვილად არავის ბრალი არაა. საიდან იცი? შენ იკვლევ ამ საქმეს? თუ უბრალოდ თეორიულად გამორიცხავ ასეთ რამეს, რომ შეაშინეს, რაღაცით დაემუქრნენ და შიშისგან გული გაუსკდა. მაგრამ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ვერ დადგება ბუნებაში არ არსებობს ასეთი დანაშაული რომ ვიღაცამ ვიღაცას შიშით ან ნერვიულობით გული გაუხეთქოს.მოიცა, მე რომ ვინმეს შესაშინებლად იარაღი დავადო შუბლზე, დავემუქრო რომ დავბრიდავ, კიდე რაღაცეებით დავემუქრო, და იმას შიშისაგან გული გაუსკდეს, და სამედიციონო ექსპერტიზამ დაადგინოს რომ სიკვდილი დადგა შიშისგან გულის გახეთქვით სწორედ მაგ დროს, ჩემი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება? ეგ კაი რაღაც მასწავლე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted March 26, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2012 DonCaredoარ დაიჯერო, არაფერს არ გასწავლის ეგ კაის..შუბლზე თუ დაადე იარაღი და გული გაუხეთე ,მაგ შემთხვევაში მთავარია მოწმე არ იყოსთორე, რამ გაუხეთქა გული მაგას ვერ დაადგენენ ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted March 26, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2012 არავინ, აი ვთქვათ წაიყვანა ტყეში ექსკურსიაზე მასწავლებელმა ბავშვები, გამოვარდა მგელი დაგლიჯა ბავშვები და რაა? გგონია ამაზე მასწავლებელის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება?ჯერ ერთი, შეიძლება დადგეს კიდეც, რა უნდოდა იქ ბავშვებს, სადაც მგლები არიან. მეორეც, კიდე ვერ გაიგე შენ განსხვავება პასუხისმგებელ პირს (ამ შემთხვევაში მასწავლებელზე ვამბობ, ზოგადად შეიძლება იყოს ორგანიზაცია, დაწესებულება, სკოლა და ა.შ) შორის და კონკრეტულად სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე. პასუხი მოეთხოვება პასუხისმგებელ პირს, მასწავლებელს, და მან უნდა დაასაბუთოს, რომ ის მართალია, არ ქონია ადგილი ბავშვის უპატრონოდ მიტოვებას, იმ ადგილას არ უნდა ყოფილიყო მგელი, მგელი რომ გამოვარდა, ის შეეცადა რამე ეღონა, და ა.შ. , ანუ, პასუხი მოეთხოვება მას, და არა ვინმე პავლეს, იმიტომ, რომ მან წაიყვანა ბავშვები ექსკურსიაზე და ის არის პასუხისმგებელი მშობლებთან. თორე, რამ გაუხეთქა გული მაგას ვერ დაადგენენ ...ხოდა, ეგ ამბობს, რომ რომც დაადგინონო, შეშინებით თუ გაუსკდა გულიო, მაინც არაა მაგაზე არაფერიო, და მაგას რა ჯობია კაცო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted March 26, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2012 პასუხი მოეთხოვება მას, და არა ვინმე პავლეს, იმიტომ, რომ მან წაიყვანა ბავშვები ექსკურსიაზე და ის არის პასუხისმგებელი მშობლებთან. დასტურ...მასწავლებელს მოეთხოვება ამ სიტუაციაში... ხოდა, ეგ ამბობს, რომ რომც დაადგინონო, შეშინებით თუ გაუსკდა გულიო, მაინც არაა მაგაზე არაფერიო, და მაგას რა ჯობია კაცო მოწონება ვითომ ეგრეა მართლა??? მაგას რა ჯობია,.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.