Jump to content
Planeta.Ge

გორის პოლიციაში დაკითხვაზე მყოფი მამაკაცი გარდაიცვალა


Recommended Posts

http://ghn.ge/news-62965.html

გორის პოლიციაში დაკითხვაზე მყოფი მამაკაცი გარდაიცვალა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გორის რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომლის მიხედვით გორის მკვიდრი ეთერი მახათაძე ითხოვდა პილიციის დახმარებას. ეთერ მახათაძის საჩივარი ეხებოდა დავას, რომელიც მას ჰქონდა თავის საცხოვრებელ ბინაზე მის ბიძაშვილისშვილთან თამაზ ჯღირაძესთან.

 

გორის რაიონული სამართველოს უბნის ინსპექტორის მიერ გამოკითხულ იქნა ეთერ მახათაძე. საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვის მიზნით ასევე გამოძახებული იქნა თამაზ ჯღირაძეც, იგი პოლიციაში გამოცხადდა მის ქვისლ გია ჭავჭავაძესათან ერთად, რომელიც ასევე ესწრებოდა თამაზ ჯღირაძის გამოკითხვას.

 

"თამაზ ჯღირაძეს ზეპირად გაესაუბრა უბნის ინსპექტორ გამომძიებელი და ვიდრე იგი გამოკითხვის ოქმის შევსებას დაიწყებდა თამაზ ჯღირაძე გახდა ცუდად, რა დროსაც გამოძახებული იქნა სასწრაფო დახმარება. სამედიცინო დახმარების მიუხედავად, სამწუხაროდ თამაზ ჯღირაძე გარდაიცვალა. სამედიცინო პერსონალის განცხადებით გარდაცვალების სავარაუდო მიზეზს წარმოადგენს გულის უკმარისობა. ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე", - ნათქვამია შსს-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ გაცხადებაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 52
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

ალბათ, ტიპი ფიქრობდა დაკითხვის დროს, ამ ახვრებმა მეც რამე არ მიქნანო. ინერვიულა. გახდა ცუდად. ძაღლებმა იასნია დაიკიდეს, სიაფანდობსო. მერე მიხვდნენ რომ არ სიაბანდობდა, იფიქრეს, არ მოკვდეს ეს ჩემისაო და დარეკეს სასწრაფოში, მაგრამ გვიანი იყო. თითქმის 100% ეს სცენარი იყო. რავი ამ დროს იურისტებმა იციან, არის დანაშაულის ნიშნები? ტიპა გულგრილობა და რამე?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აუ რეებს წერ :|

რა დავწერე ისეთი? ჩემი ვარაუდი გამოვთქვი, როგორ იქნებოდა. იმ ქიმერიძის ამბის მერე, კანეშნა შეშინდებოდა კაცი, უკვე რომ დაიბარეს, მაშინვე შეშინდებოდა, და მერე იქ რას ებაზრებოდნენ, ხო იასნია, მითუმეტეს ის მომჩივანი რატომღაც ქვისლთან ერთად მიუყვანიათ, როდის იყო ქვისლებთან და მაზლ–მულებთან ერთად დადიოდნენ დაკიტხვებზე, ხოდა გაუსკდა კაცს გული რა. ისე, იმ ამბის მერე ხომ გასცა ვანიჩკამ უკაზი, კამერები იდგეს ყველგანო, და მანდაც არ იდგა? აჩვენონ ის მომენტი, როგორ ხდება ცუდად, ესენი როგორ იძახებენ სასწრაფოს.. თუ არ აქვთ ისევ ჯერ კამერები?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა, სატურნ, კოფე მიართვეს და წნევამ აუწია თურმე, დანალევი ჰქონია დილით ერთი ჩაშკა...

ამან მეორეზე უარი ვერ უთხრა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საწყალი, რა ანერვიულეს ასეთი გული რო გაუხეთქეს?

 

ისე პოლიციაში სანამ სასწრაფო მოვა, პირველად დახმარებას არ უწევენ??

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სე პოლიციაში სანამ სასწრაფო მოვა, პირველად დახმარებას არ უწევენ??

დახმარებას არა, მარა ალბათ მიხმარებას ნაღდად უწევენ, რომ შემთხვევით სასწრაფომ ცოცხალს არ მოუსწროს.

Edited by DonCaredo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

laci

საწყალი, რა ანერვიულეს ასეთი გული რო გაუხეთქეს?

ვის გაუხეთქეს გული გენაცვალე და ვინ გაუხეთქა? უბნის ინსპექტორმა გული გაუხეთქა კააცს?

აბა ეხლა მითხარი აი ეს სასაცილო ხოა? სატირალი რომ არ იყოს?

მაგ პიროვნებას ალბათ ადრეც აწუხებდა მსგავსი შეტევები გულის დაავადება და ტრაგიკული შემთხვევა მოხდა რა, ამ ამბის იმ კონტექსტში წარმოჩენა რომ ბუა უბნის ინსპექტორმა საწყალ უმწეო კაცს გული გაუხეთქა მაპატიეთ და სრული აფსურდია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ჩვენშI მტYუანს შეუდო ბოთლი მთელმა გარე სამყარომ ? :)) იყოს ასე?

რაც პოლიციელბის საყავრელი თემაა დაკითხვებზე "აქვე მოგდღნავ ბიჭოოო"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგ პიროვნებას ალბათ ადრეც აწუხებდა მსგავსი შეტევები გულის დაავადება და ტრაგიკული შემთხვევა მოხდა რა

კამერების ჩანაწერებს რატომ არ დებენ? სადღაც ვიღაცა ტუალეტში რომ ანძრევს, იმის ჩანაწერებს აჩვენებენ ხოლმე, და საძაღლეთში არ უყენიათ კამერები მაინცდამაინც იმ ადგილებში, სადაც ზოგი კიბიდან გორდება, ზოგსაც გული უსკდება.

აი მე მაჰმუდა მაგრა მევასება. მაგრამ რამე მაგარ ღლეობას რომ გააკეთებს, გამიტყდება, მაგრამ გაპრავებას არ დავუწყებ, პროსტო ჩუმად ვიქნები და გულში ვიტყვი, შეჩემა, რას მარცხვენ მაჰმუდ :) იმიტომ რომ ყველაფრის გაპრავება აი პროსტო მაგრა ტეხავს რა. ეხლა თუ იმას იტყვი, კი მარა რა იცით რომ რამე მოხდა და მართლა გული არ გაუსკდაო. მე გკითხავ მაშინ, შენ საიდან იცი რომ ნამდვილად გული გაუსკდა იქ? ჩვენ არ ვამბობთ, რომ ნამდვილად ვიცით. გვანახონ ჩანაწერი. არ არის? მაშინ აი ეგრე ვიფიქრებ რომ რაღაც ნიტო მოხდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

იფიქრე რაც გინდა ეს შენი უფლებაა, ფიქრს არავინ ზღუდავს, საქმე იმაშია რომ რეალობას უნდა შეესაბამებოდეს კაცის ფიქრიც და სიტყვაც, კამერებს რაც შეეხება როგორც ვიცი ამ შემთხვევაზე წინასწარი გამოძიებაა დაწყებული, გაარკვევენ და დაადგენენ რა და როგორ მოხდა, ინფორმაცია კი საჯაროა, გამოძიების დასრულების შემდგომ თავისუფლად შეგიძლია მოიძიო, თუ გაინტერესებს და გაეცნო, მე არ გამოვრიცხავ, რომ ფსიქოლოგიური ზემოქმედების შედეგად დაემართა მაგ ადამიანს გულის შეტევა, გარემო პირობებმა იმოქმედა და ხელი შეუწყო ინფარქტის განვითარებას, მაგრამ იმაში პოლიციის დადანაშაულება რომ კაცს გული გაუხეთქეს არის აბსურდული, როგორ წარმოგიდგენია აბა? მივიდა ეს კაცი განყოფილებაში, იქ დახვდა მონსტრი ინსპექტორი შეხედა და შიშით მოკვდა? ამას რა გაპრავება უნდა? ამბავი ტრაგიკულია და უბედური შემთხვევა მოხდა, თუ ვინმეს რაიმე ბრალი მიუძღვის ამ ადამიანის სიკვდილში ნუ იღელვებ, მგლებივით არიან გენ ინსპექტიიდან დაწყებული პროკურარტურით დამთავრებული ყველანი, გგონია დაინდობენ პოლიციელს ან ხელს დააფარებენ? გასაწირი ნახონ ვინმე და თავად საკუთარი კოლეგები დააჭერენ მაზოლზე ფეხს. ასე ხდება რეალურად. ყველა ერთის წინააღმდეგ გაერთიანდება მგლებივით და გაწირავენ საბაბს ეძებენ რომ საკუთარი კოლეგა ჩაძირონ და საბაბი თუ მიეცათ ხელიდან არ გაუშვებენ ამას.

ანდაზა ხომ გახსოვს ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევსო, ეს ანდაზა წარსულს ჩაბარდა. დახევს კი არა დაგლიჯავს.

Edited by De Niro
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ შემტხვევაზე წინასწარი გამოძიებაა დაწყებული გაარკვევენ და დაადგენენ რა და როგორ მოხდა ინფორმაცია კი საჯაროა, გამოძიების დასრულების შემდგომ თავისუფლად შეგიძლია მოიძიო თუ გაინტერესებს და გაეცნო

შენ გგონია კახა თარგამაძის დროს სხვანაირ ტექსტებს დებდნენ კახა თარგამაძის დროინდელი ძაღლების გამპრავებლები? დაჟე უფრო რეალობასთან ახლო ტექსტები იყო იმათი. რა მოვიძიო, შენ რა, გინდა რომ მეც კიბიდან დავგორდე ან მეც გული გამისკდეს იქ? ნურას უკაცრავად :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

არ მიწყინო მაგრამ რეალობისაგან ძალიან შორს ხარ, რა კახა თარგამაძე? რის ძაღლების გამპრავებლები? რა სჭირს გირის პოლიციის უბნის ინსპექტორ გამომძიებელს გასაპრავებელი?

 

 

შენ რომ კაცს ელაპარაკებოდე და უეცრად მოკვდეს, რა მუხლი უნდა წაგიყენონ ბრალდებად? ჯერ არ არსებობს ისეთი დანაშაული შიშით გულის გახეთქვაზე რომ სჯიდნენ ვინმეს, ვთქვათ და მართლაც ანერვიულეს შეაშინეს ამასაც დაარტყა ინფარქტმა და მოკვდა მიეცი აბა იურიდიული კვალიფიკაცია ამ მოქმედებას რა მოხდა რომელი დანაშაული მოხდა? არ არსებობს ასეთი დანაშაული, ეგრე ყველა ინფარქტის შემთხვევისას ვიღაცის დანაშაულში დადანაშაულება შეიძლება, მაგრამ აბა დანაშაული? მოხდა უბედური შემთხვევა და რა საჭიროა ამ ამბის ასე გაფეტიშება, გასაგებია რომ პოლიცია არ მოგწონთ გასაგებია რომ ძაღლების დედას ################## და ასე შემდეგ გაგებები მაგრამ რეალობის შეგრძნება არ უნდა დაკარგო ეს არის მთავარი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...