newstudio Posted March 24, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 24, 2012 საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაძლებელია შეთანხმების დადება დაინტერესებულ პირსა და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის, რის შემდეგაც დაინტერესებული პირის მიერ განხორციელებული ყველა მოქმედება ჩაითვლება კანონიერად სახელმწიფოსათვის გადახდილი გარკვეული კომპენსაციის სანაცვლოდ. ამგვარი შეთანხმების საფუძველზე პირს აღარ დაეკისრება არანაირი სახის სამოქალაქო და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, რაც დაკავშირებულია მის არამართლზომიერ, კანონსაწინააღმდეგო საქმიანობასთან და ყველა მის მიერ ჩადენილი ქმედება ჩაითვლება კანონიერად. მას შეუძლია მაგალითად, მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა; მიწის გაუვარგისება საწარმოო და სხვა ნარჩენებით; წყალსარგებლობის წესების დარღვევა; სასმელი წყლისა და ზღვის დაბინძურება, მათ შორის შხამქიმიკატებითა და ნავთობით; ტყით სარგებლობის წესებისა და მოთხოვნების დარღვევა; მერქნიან მცენარეთა უკანონო გაჩეხვა და დაზიანება; ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების ან ტყის ხანძრისაგან დაცვის მოთხოვნათა დარღვევა; ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა ნორმების გადამეტებით; ქიმიურ საშუალებათა გარემოში გამოყენების ნორმების დარღვევა და მათი ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების წესების დარღვევა; ტყვიაშემცველი ბენზინის იმპორტი და რეალიზაცია; საქმიანობის განხორციელება ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობების დარღვევით; თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევა, აგრეთვე მრავალი სხვა საზიანო მოქმედება გარემოსა და თითოეული ჩვენი მოქალაქის, მომავალი თაობების ჯანმრთელობისათვის. ცვლილებების მიხედვით, ასევე დაუშვებელია ხელშეკრულების მონაწილე ფიზიკური ან იურიდიული პირის შემოწმება მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან და რაიმე სახის ჯარიმისა თუ სხვა სახის პასუხისმგებლობის დაკისრება. https://www.facebook.com/notes/bidzina-ivanishvili-official/კოალიცია-ქართული-ოცნების-განცხადება/324602580934615 პ.ს. ეს თუ მართალია , დაახლოებით მაინც წარმოგიდგენიათ რა ელის საქართველოს ეკოსისტემას? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.