Jump to content
Planeta.Ge

ბეჭდური მედია ინტერნეტს ებრძვის?


Recommended Posts

თბილისის ფორუმზე გამოქვეყნებული პოსტის გამო "ახალი გაზეთის" მთავარმა რედაქტორმა საგამოძიებო ორგანოებს მიმართა. ბოლო დღეებში ეს მეორე შემთხვევაა, როცა თბილისის ყველაზე პოპულარულ ფორუმს უჩივიან.

 

ჯერ მედიასახლმა ”კვირის პალიტრამ” მიმართა “შესაბამის უწყებებს რეაგირებისთვის” თბილისის forum.ge ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამო და საგანგებო განცხადება გაავრცელა.

 

“ახალი გაზეთის” მთავარმა რედაქტორმა ია ბობოხიძემ კი სამართალდამცავებს ფორუმზე გამოქვეყნებული გაყალბებული ინტერვიუს გამო მიმართა.

 

როგორც ქუთაისში გამომავალი გაზეთის რედაქტორი აცხადებს, ინტერვიუ თავიდან ბოლომდე გამოგონილია, ინტერვიუს ავტორად კი ია ბობოხიძეა მითითებული. საქმიანი რეპუტაციის შელახვის მცდელობას და დისკრედიტაციის გამო მან რეგიონის საოლქო პროკურატურას საქმის გამოძიების მოთხოვნით უკვე მიმართა.

 

პოლიტიკურ ფიგურასთან, ვიტალი ხაზარაძესთან ინტერვიუ forum.ge-ზე მომხმარებელმა სახელით “სპორტი” 2012 წლის 12 მარტს გამოაქვეყნა. თემა შემდეგი სათაურით გაიხსნა “ვიტალი ხაზარაძეს პოლიტიკაში დაბრუნება უნდა, "ბიძინას კარგად ვიცნობ".

 

ინტერვიუში აღნიშნულია, რომ ვიტალი ხაზარაძე აპირებს პოლიტიკაში დაბრუნდეს და ბიძინა ივანიშვილს მიმართოს. როგორც ია ბობოხიძე ამბობს მან სტატია სრულიად შემთხვევით სოციალურ ქსელ facebook-ზე ნახა, რადგან ფორუმზე დარეგისტრირებული არ არის:

 

“ეს იყო არარსებული ინტერვიუ. მე არც კი მივაქცევდი ამას ყურადღებას გამომდინარე იქიდან, რომ შეიძლება არსებობდეს რამდენიმე ია ბობოხიძე, მაგრამ დაკონკრეტებული იყო, რომ ეს არის ია ბობოხიძე “ახალი გაზეთიდან” და ინტერვიუს პირობითად გამოქვეყნების თარიღიც ჰქონდა მითითებული”

 

ია ბობოხიძე ამბობს, რომ მისი ასეთი მწვავე რეაქცია სტატიაში ვიტალი ხაზარაძესთან დაკავშირებული ძველი ინციდენტის ხსენებამაც გამოიწვია:

 

“ეს იყო ცოტა ადრეულ პერიოდში, 2002 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, “ახალი გაზეთი” აქტიურად აშუქებდა პროცესს. ვიტალი ხაზარაძე მაშინ პოლიტიკურად აქტიური პირი იყო და წარმოადგენდა მოქალაქეთა კავშირის გავლენიან პოლიტიკურ ფიგურას. გაზეთში რაღაც სტატია გამოქვეყნდა, რომელიც ბატონ ვიტალის ასე ვთქვათ არ მოეწონა, რასაც ძალიან ხმაურიანი და სკანდალური ინციდენტი მოჰყვა, ეს იმ პერიოდში ძალიან აქტუალური თემა იყო, პრაქტიკულად ყველა მედიასაშუალებით გაშუქდა. ეს ინციდენტი ზოგიერთს დღესაც ახსოვს, მაგრამ მე ვერაფრით ვხვდები ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს დღეს ამ პოლიტიკური გვამების გააქტიურება, თავს უფლებას მივცემ გამოვიყენო ეს ტერმინი”, – აცხადებს ია ბობოხიძე.

 

ინტერვიუ სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა და როგორც ია ბობოხიძე ამბობს ძალიან ბევრ ადამიანს ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები გაუჩნდა, რის გამოც გაზეთის რეპუტაცია საფრთხის ქვეშ დადგა, ამიტომ მან მაშინვე გაიარა კონსულტაცია იურისტებთან და საქმის გამოძიება მოითხოვა.

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნათია კაპანაძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში საქმე სახელის უფლების დარღვევასთან გვაქვს:

 

“სამოქალაქო კოდექსის თანახმად პირს აქვს სახელის უფლება, ანუ მისი სახელი არ შეიძლება გამოყენებული იქნას სხვა პირების მიმართ, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ თუ ადამიანი სადაოს გახდის მისი სახელის გამოყენებას რაიმე ასპექტში, მაშინ მან უნდა ამტკიცოს, რომ პირმა განზრახ დაერღვია მისი სახელის უფლება და არსებობს ზიანი რომელიც ამ ფაქტმა გამოიწვია”.

 

ნათია კაპანაძის განმარტებით მიუხედავად იმისა, რომ ფორუმი ღია სივრცეა და ცრუ ინფორმაციის გამოქვეყნების შემთხვევაში საპასუხო თემის გახსნა ან გამოხმაურებაა შესაძლებელი, პირველი განცხადება მაინც მყისიერია, ხოლო მეორე დაგვიანებული, ამიტომ საკითხის გადაწყვეტა საჯარო განხილვის საგანია.

 

“ნეტაგაზეთმა” ინტერვიუს შესახებ გახსნილი თემის ავტორისგან კითხვებზე პასუხის მიღება ვერ მოახერხა, თუმცა მეორე მომხმარებლის king depress–ის განცხადებით (მომხმარებელი რომელმაც “კვირის პალიტრის” სახელით გაავრცელა ინფორმაცია) მსგავსი თემები ფორუმზე ხშირია:

 

“ფორუმზე საკმაოდ გავრცელებულია მსგავსი ხუმრობები და როგორც წესი მაშინვე ირკვევა რომ ეს ხუმრობაა. პალიტრამ უარყო, რომ ეს მათი ინფორმაცია იყო და ეს ნორმალურია”

 

თუმცა როგორც ჟურნალისტი ია ბობოხიძე აცხადებს ფორუმის მომხმარებლებისგან განსხვავებით მას ეს ინტერვიუ ხუმრობის საგნად არ მიაჩნია და საქმე სამართლებრივ შედეგამდე აუცილებლად მივა:

 

“მე მინიმუმ პრევენციისთვის მაინც გავაკეთებ ამას, რომ სხვას აღარ გაუჩნდეს “ახალი გაზეთის” დისკრედიტაციის სურვილი”, – განაცხადა ბობოხიძემ.

 

თბილისის ფორუმის წესების მიხედვით ისედაც იკრძალება “მცდარი ინფორმაციის მიზანმიმართული გამოქვეყნება ან ცილისწამება“(4.3.1.4.), “კვირის პალიტრის” განცხადების გამოქვეყნების შემდეგ კი შეზღუდვები გამკაცრდა:

 

“აღარ გაიხსნება დეზინფორმაციული თემები გეყოთ რაც აქამდე გახსენით და იხალისეთ,

დღეიდან ყველა თემა დაიხურება და ავტორები გაფრთხილდებიან”, – წერს პოლიტიკის თემის ადმინისტრატორი.

 

ფორუმს ყოველ დღე 30 000–ზე მეტი ადამიანი სტუმრობს.

 

http://netgazeti.ge/GE/97/News/8880/ინტერნეტი-სოციალური-ქსელები.htm

 

თქვე დაუნებო... ჯერ ერთი ეს მაქსიმუმ ადმინისტრაციულ სარჩელზე ქაჩავდეს, რეპუტაციის შელახვა და რამე...

 

ხოლო მეორეც, ინტერნეტის გაკონტროლება მოინდომეთ ?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვაიმეე რა ავადმყოფები არიან? :D

საწყალი სპორტი...წავიდე ვანუგეშო....

დეპრესს შენც კაი დღეში ხარ ხო იცი..:D

 

ფორუმს დახურავენ უეჭველი...:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

თუ რამეა და იქით უნდა ვიჩივლოთ..

უნებართვოდ მასალას იპარავენ და თავის გაზეთშI მიაქვთ,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://s019.radikal.ru/i619/1203/d7/0e1d08f6aab5.jpg

 

 

ქართულმა ოცნებამ ამაზე უნდა უჩივლოს გიგა ნასარიძეს? ლოგო დევს, და "მიუხვედრელ" კაცს ქართული ოცნების პლაკატი ეგონება...

 

ეს არის ინტერნეტში ცენზურის მცდელობა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი პირადი აზრი რომ ვთქვა ფორუმ ჯი ძალიან მაგრი სირობაა პოლიტიკის განყოფილებაში ხალხმა მთავარია ვიღაცას აგინოს და რაღაც სკანდალი განიხილონ არააქვს მნიშვნელობა ეგ სიმართლესთან ოდნავაა ახლოს თუ საერთოდ არააქ კავშირი... და ბრაუზერიდან ეგ განყოფილება საერთოდ წავშალე ფორუმზე რომ შევდივარ პოლიტიკა არ ჩანს არსად :D

 

მაგრამ რაღაც ჩივილები და მოთხოვნები ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია ინტერნეტზე ცენზურა არ ვრცელდება...

 

მაგ ლოგიკით შეიძლება უსაქმურ ბომჟებს ეზოში ტყულის ლაპარაკი აუკრძალონ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგ ლოგიკით შეიძლება უსაქმურ ბომჟებს ეზოში ტყულის ლაპარაკი აუკრძალონ?

++++

რა უნდა ელაპარაკო, ტვინი არ ააქვთ, საერთოდ სად გაგონილა სოცქსელში გამოქვეყნებული

საღლიცინო თემის გასერიოზულება და თან საჩივრის შეტანა..:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საერთოდ სად გაგონილა სოცქსელში გამოქვეყნებული საღლიცინო თემის გასერიოზულება და თან საჩივრის შეტანა..:

საჩივრის შეტანას ვერ აუკრძალავ ვერავის :) მთავარია, ამ საჩივარს მიიღებენ განსახილავად თუ არა :) თორე მე შემიძლია საჩივარი დავწერო და შევიტანო იმაზე, რომ დილით პახმელიაზე რატომ არ მოდის ეგ ია ბობოხიძე და არ მფხანს ღვერებს. ჩემი უფლებაა, ხოში მაქვს და ვჩივივარ. თუ განიხილავენ და დააჯარიმებენ მაგ ბობოხიძეს, რა არის ამაში ცუდი? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://forum.ge/?f=29&showtopic=34371388&st=135 შემოუერთდით!

 

fashistiდააფიქსირე მერე შენი აზრი განცხადების თემაშ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აუ ის ფორუმი რომ დაკეტონ,ხალხს ფორუმის ლომკები დაეწყებათ..საინტერესოა ნარკოლოგიურში თუ მოუხსნიან..სუიციდის შემთხვევებიც იქნება.. :D :D

 

ისე რა გიყვართ ეს ფაფხური და პანიკა..ვინ დაკეტავს იმ ფორუმს..პირიქით ეგეთი სირობა რომ არ ყოფილიყო, თვითონ უნდა გაეხსნათ და უკვე გამზადებულს ვინ დაკეტავს..ეხლა ალბათ მაგარი დედექტივ-ტრილერები იჩითება იქ.. :D :D

Edited by გიორგი68
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი68

არავინ არ დახურავს ფორუმს, ისედაც არაფერი არ მოყვება მაგ ამბავს..

ვნახოთ, საჩივარს თუ შეიტანს ის ქალი .....:D

 

DonCaredo

რატო უნდა გფხანოს ბობოხიძემ პახმელიაზე? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ვაიმე სად გადავრჩი :D უკვე ვპოსტავდი და წკიპზე მივხვდი... დაფლუდვით ტვინი გამეჭყლიტება მაგ სიაში რომ მოვხვდე ხოდა როდის მთავრდება სიის შედგენა? ბოლო დღეს რომ ჩავეწერო რა :user:

 

ან რავი თუ საქმე მოითხოვს ეხლავე ჩავეწერები ნუ შენ როგორც იტყვი :)

Edited by fashisti
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველა პოლიტიკური ფორუმი სირობაა.

მით უმეტეს საქართველოში...

მე შენ გეტყვი და ანალიტიკური ან/და შემოქმედებითი აზროვნების მწვერვალებს იპყრობს რომელიმე რა...

პ.ს.

კარდუ რომ სლეა კიდევ არავინ მეთანხმებით? :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...