gendolf Posted March 18, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 18, 2012 თუ ვეღარ სუნთქავ ცხოველთა ფერმაში და ფიქრობ, რომ მედია თავის ფუნქციას არ ასრულებს შენს ქვეყანაში, გამოხატე შენი პროტესტი თსუ-ს მე-2 კორპუსის წინ ჯორჯ ორუელის "ცხოველთა ფერმის" საჯაროდ წაკითხვით!“- ამ მოწოდებით სტუდენტთა 5-კაციანი ჯგუფი თანამოაზრეებს 19 მარტს, 13:00 საათისთვის იწვევს. სტუდენტები სრულად და საჯაროდ წაიიკითხავენ ნაწარმოებს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საკუთარ პოზიციას ამ ფორმით გამოხატავენ. „თუკი ეს აქცია გაგრძელდება და მომდევნო დღეებში სტუდენტები კვლავაც გაარძელებენ ამგვარი ფორმით მენტალური პროტესტის გამოხატვას, ვფიქრობთ, მივიქცევთ საზოგადოებისა დამედიის ყურადღებას და გამოვხატავთ ჩვენს მოთხოვნას ობიექტური ინფორმაციის მოწოდებაზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოახლოებული არჩევნების წინ, რომლის შედეგებიც პირდაპირ გავლენას მოახდენს ჩვენს მომავალზე,“- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.„ფეისბუქში“ დაგეგმილი აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ საკუთარ მომავალზე პასუხისმგებლები თავადვე არიან.ცნობისათვის: ორუელის ნაწარმოებში საუბარია ცხოველებზე, რომლებმაც აჯანყება მოაწყვეს და ფერმიდან განდევნეს ადამიანები. მათ გადაწყვიტეს, საკუთარი მმართველობის სისტემა შეექმნათ და თავად ემართათ ფერმა. დროთა განმავლობაში, ფერმა, განვითარებასთან ერთად, „ეცემოდა ადამიანის დონემდე“ და საბოლოოდ მისი ერთპიროვნულ მმართველს, ღორს სახელად „ნაპოლეონს“, უკვე ვერავინ არჩევდა ნამდვილი ადამიანებისგან. ამგვარადთანასწორობის იდეით შექმნილ „ცხოველების ფერმაში“ შეიქმნა სიტუაცია, როცა, ყველა თანასწორია, მაგრამ „ზოგიერთი“ მეტად თანასწორია.http://www.tribuna.ge/index.php?option=com_content&task=view&id=8189&Itemid=1 მაგარი აქციაა ჩემი წიგნით მივდივარ ხვალ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted March 18, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 18, 2012 (edited) მაგარი აქციაა ჩემი წიგნით მივდივარ ხვალმაინც რითია მაგარი აქცია? მიზანი რა აქვს? ორუელი გვაქვს წაკითხულიო, ერთერთი ალბათ ეგ. კიდე? სტუდენტები სრულად და საჯაროდ წაიიკითხავენ ნაწარმოებს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საკუთარ პოზიციას ამ ფორმით გამოხატავენ.თუ გსმენია, რა ფორმით გამოხატავენ ნორმალური სტუდენტები საკუთარ პოზიციას სხვა ქვეყნებში? Edited March 18, 2012 by DonCaredo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gendolf Posted March 18, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 18, 2012 DonCaredoმაინც რითია მაგარი აქცია? მიზანი რა აქვს? ორუელი გვაქვს წაკითხულიო, ერთერთი ალბათ ეგ. კიდე? ის არის რომ ცხოველების ფერმაში ვცხოვრბთ და ხალხმა ცოტა იქნებ გამოიფერთხოს ყურები თუ გსმენია, რა ფორმით გამოხატავენ ნორმალური სტუდენტები საკუთარ პოზიციას სხვა ქვეყნებში? კი მსმენია მაგრამ მაგ ფორმებს ბევრი ხალხი ჭირდება დარმუნებული ვარ ხვალ მაქსიმუმ 50 კაცი იქნება აქციაზე და 50 მა კაცმა რა უნდა ქნას?ქუთასში ჩემმა მეგობრებმა ქიმერიძის მკვლელობასთან დაკავშირებით აქცია დაგეგმეს მაგრამ 10 კაცი მივიდა მხოლოდ გამოვა ქუჩაში 5000 სტუდენტი და ქვების და ბენზინის შოვნა ადვილია ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted March 18, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 18, 2012 კი მსმენია მაგრამ მაგ ფორმებს ბევრი ხალხი ჭირდება დარმუნებული ვარ ხვალ მაქსიმუმ 50 კაცი იქნება აქციაზე და 50 მა კაცმა რა უნდა ქნას?სწორედ იმიტომ იქნება 50 კაცი, რომ წიგნების საკითხავად ეპატიჟებით ყველაფერი თეატრალიზებულია ჩვენთან. დასალევად რომ დაჯდებიან, იქაც კი სპექტაკლია, უაზრო სადღეგრძელოებით. დაასხი დალიე რა კაცო, რათ უნდა მაგას იმას გაუმარჯოს, ამას გაუმარჯოს ასეა მიტინგებიც. თუ რამეს აპროტესტებ, გამოდი, მოითხოვე, და თუ ვერ მიიღე, რამეთი ავნე, ჩაამტვრიე რამე, დაწვი რამე, აი თუნდაც იმის მანქანა დააზიანე, ვინც არ გაიზიარა შენი პროტესტი (ანუ, რადგან იმას კიდია შენი პრობლემები, არ აქვს პრობლემები, ამიტომ შენც შეუქმენი მასაც პრობლემები). რა დროს ლექსები და მოთხრობებია კაცო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted March 18, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 18, 2012 თუ რამეს აპროტესტებ, გამოდი, მოითხოვე, და თუ ვერ მიიღე, რამეთი ავნე, ჩაამტვრიე რამე, დაწვი რამე,ვეთანხმები დონს , როგორც ყოველთვის... პ.ს. საინტერესოა რამდენი მივა წიგნის წასაკითხად... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted March 18, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 18, 2012 ცხოველების ფერმაში ვცხოვრბთ და ხალხმა ცოტა იქნებ გამოიფერთხოს ყურები ცხვრის ფარა , უდაბნოში შეყრილი და გარშემო ძაღლები-აი ესა ვართ დღეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted March 18, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 18, 2012 gendolfმაგარი აქციაა ჩემი წიგნით მივდივარ ხვალ თუ გავიღვიძე, აუცილებლად წამოვალ, ფოტოაპარატები წაიღეთ ვინც მიდიხართ რა! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gendolf Posted March 20, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 20, 2012 ტყუილად წავედი მაგრად შემეცოდა ქართული საზოგადოება და ახალგაზრდობა ორგანიზატორების გარდა 20 კაციც არ იყო :dash2: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.