planetanews Posted March 17, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 17, 2012 სრული ტექსტი liberali.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted March 24, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 24, 2012 “ორმოც კილომეტრში ჯარია!” - წამომაძახებს გაბრაზებული მკითხველი. ვიცით, ბატონო, ვიცით! ხოდა, ორმოც კილომეტრში რომ ჯარია, სწორედ მაგიტომ გეკითხებით, ოკუპაციასთან ერთად, ვინმემ დაგვავალა, სანამ რუსები არ გავლენ, იქამდე აზროვნების უნარი დაკარგეთო? სათაურში კითხვის ნიშნის ადგილას შეგიძლიათ ჩასვათ გული (“მე გული რუსეთი, ანუ “მე მიყვარს რუსეთი”). ან ჩასვათ თავის ქალა, როგორც სიძულვილის ნიშანი. ან ყვავილები, ან დათვი, ან მოკბეჩილი ვაშლი... მოკლედ, ნებისმიერი სიმბოლო, რომელიც ამ ქვეყნის მიმართ თქვენს დამოკიდებულებას ასახავს. მე მირჩევნია კითხვის ნიშანი დავტოვო, რადგან ნებისმიერი ქვეყნის სიყვარული ან სიძულვილი, თავისთავად შეუძლებელ რამედ მიმაჩნია და ფრაზა “მე მძულს” ან “მე მიყვარს” დიდ გაურკვევლობაში გვაგდებს. ხშირად ვხუმრობ ხოლმე, რომ რუსულ ენაზე სამად სამი სიტყვა ვიცი: “Здраствуите”, “досвидания” და “Иди на хуй”. ამის მიზეზი კი ჩემი ბავშვობისდროინდელი აჯანყებაა, თავსმოხვეული ვალდებულების წინააღმდეგ: “რუსული უნდა (!) ისწავლო”. ჩამჩიჩინებდნენ. მეც, ჯინაზე, ვიფიქრე, აი, “უნდა” ვისწავლო, ხო? ჰოდა ამიტომაც, “არ უნდა” - და დავრჩი ასე. რუსულის უცოდინრობა, ინგლისურის წყალობით დიდ დისკომფორტს სულაც არ მიქმნის და არც ეხლა ვიწუხებ თავს მისი სწავლით, თუმცა, ამ აჯანყებამ ენის წინააღმდეგ, ახლა უკვე საინტერესო რამ გამოკვეთა ჩემთვის: ნებისმიერი “უნდა”, იქნება ეს ძალდატანებითი ვალდებულება თუ წმინდა პროპაგანდა, ადამიანებს ან იმონებს (მაშასადამე ართმევს რაციონალურად აზროვნების უნარს), ან პირიქით, რადიკალური აჯანყებისკენ უბიძგებს (მაშასადამე, აქაც ართმევს რაციონალურობას). ეს ორპოლუსიანობა კი საქმეს აფუჭებს. თუ რატომ, ოდნავ მოგვიანებით. ფეისბუქის თვალიერებისას, ერთი ფოტო მომხვდა თვალში: დედამიწის შავთეთრ რუქაზე მწვანედ შეფერილი ირანი. აღმოვაჩინე, რომ ჩემს ერთ მეგობარს ირანი დიდი სიყვარულის ნიშნად გაუმწვანებია და მეც კი მკითხა, მონიშნე რუქაზე, რომელი ქვეყანა გიყვარს ან გძულსო. რუქაზე არაფერი მომინიშნავს, მაგრამ ამ ამბავმა კარგი რამე კი ქნა. შეკითხვათა მთელი კასკადი წამოვიდა თავში და ხმაურით გადაეჯაჭვა დღეს მომხდარ კიდევ ერთ ამბავს - საქართველოს ნაკრების გამარჯვება რაგბიში. სანამ მტკიცებით ფორმაში საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას დავიწყებდეთ, კარგი იქნება, რომ უამრავი შეკითხვა ჩამოვყაროთ, რომელზე პასუხმაც წესით ამ პოზიციამდე უნდა მიგვიყვანოს. კონკრეტული ქვეყნის სიყვარულ-სიძულვილზე კი, აი, ეს შეკითხვები მიჩნდება (გამიხარდება, თუ თქვენს იფიქრებთ პასუხებზე): რას ვგულისხმობთ ზოგადად “ქვეყანა”-ში - ერს? საზოგადოებას? აქვე - რომელ საზოგადოებას, უმრავლესობას თუ უმცირესობას? ინდივიდებს - ამ ქვეყნის გამოჩენილ ადამიანებს? (მაგალითად, იამაიკა ჩვენთვის ბობ მარლია?). კულტურას და ხელოვნებას ვგულისხმობთ? რომელ კულტურას, ლოკალურს, თუნდაც უმნიშვნელოს, თუ მხოლოდ იმას, რომელმაც მსოფლიოში გაითქვა სახელი? პოლიტიკა და პოლიტიკოსები? (ამერიკა - ობამაა?) საგარეო პოლიტიკა და მისი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ? ხომ ხვდებით, რამდენი კითხვა ჩნდება, რომელზე პასუხის გარეშეც, ცალსახად იმის თქმა, რომ გვიყვარს ესა თუ ის ქვეყანა, უმეცრებაა. თუმცა, მე არანაკლები უმეცრება მგონია ქვეყნების ერთი ხელის მოსმით შეფასება “კარგი” და “ცუდი”, ან “მიყვარს” და “მძულს” კატეგორიებით. აი, რატომ: “ქვეყანა” იმდენადვე აბსტრაქტული ცნებაა, რამდენადაც თავის თავში აერთიანებს ყველა იმ კითხვაზე პასუხს, რაც ზემოთ ჩამოვთვალე და შეფასების მცდელობისას, აქეთ-იქეთ გვახტუნავებს. საქართველო-რუსეთის დღევანდელი თამაში სწორედ რომ წამომეწია ფიქრში. 46:0 მოვიგეთ. ყველგან, გარშემო, გამარჯვებით გამოწვეული ბუნებრივი სიხარული, რუსეთის ნაკრების, როგორც მტრის ნაკრების დამარცხებით გამოწვეულმა შოვინისტურმა ისტერიამ წალეკა და მართალი გითხრათ, ნირი წამიხდინა. შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ეს ადამიანები გამარჯვებას კი არ აღნიშნავდნენ, არამედ, როგორც პატარა ერის პატარა კაცუნები, “დიდი მტრის” მიერ მოყენებული ტვრავმების კომპენსაციას ახდენდნენ. (შემთხვევითი არაა აქ სიტყვა “დიდი” და “პატარას” თამაში. ტყუილად კი არ ამტკიცებდნენ ქართველები, სსრკ-ში, რუსებზე დიდი პენისი ჩვენ გვაქვსო. ან როდის გაზომეს?) ცხადია, ყველა გულშემატკივარს არ ვგულისხმობ. ვსაუბრობ მხოლოდ მათზე, ვინც სიძულვილის ჩანჩქერი დაახვავა თამაშის დასრულებისთანავე. აი, აქ კი დავუბრუნდები მონობისა და უკუგდების - სამყაროს აღქმის ამ ორპოლუსიანობის თემას: ორასზე მეტი წლის განმავლობაში მონად ქცეულმა ხალხმა გადაწყვიტა, გათავისუფლებისთანავე სრულ რადიკალიზმში გადავარდნილიყო. ხელი დღევანდელი ხელისუფლების პროპაგანდამაც შეუწყოთ და დღეს, რუსეთი, როგორც ქვეყანა, საყოველთაო სიძულვილის საგანს წარმოადგენს. აბა, ძვირფასო და კეთილშობილო რუსეთის მოძულენო, დავსვათ ის კითხვები, ზემოთ რომ ჩამოვთვალე. რომელი რუსეთი გვძულს, ან, რა არის რუსეთი, როგორც ქვეყანა? პუტინია რუსეთი? ღორებს და უკულტუროებს რომ ვეძახით, რომელია ღორული კუტლურა? პროკოფიევი ღორი იყო? დოსტოევსკი ლაფში კოტრიალობდა? ხალხი გვძულს?...ლოთებიო?... რომელი ხალხი? უმრავლესობა? ბევრი? უმცირესობა? შეიძლება კი “ბევრი”-თ “ცოტა” განვსაზღვროთ ან პირიქით? ვინაა რუსი ხალხის საყვირი - ჟირინოვსკი? კი მაგრამ, შევჩუკმა რაღა დააშავა, ისიც ხომ რუსია? თუ რუსული პოლიტიკა გვძულს, კულტურამ რა ქნას? თუ კულტურა არ მოგვწონს, ხალხმა, ადამიანებმა რა ქნან? თუკი ცოტა ხნით სიძულვილს გვერდზე გადავდებთ (სიყვარულსაც) და ცივი, რაციონალური, ადამიანური გონებით დავიწყებთ კითხვებზე პასუხს, საბოლოო ჯამში, ვერც კი გავიგებთ რა გვძულს, ან რატომ. მე უკუვაგდებ ვთქვათ, პუტინის იმპერიალისტურ პოლიტიკას. თუნდაც, მოსახლეობის უმეტესობის იმპერიალისტურ ახირებებს... მაგრამ რომ ვთქვა, რუსეთი, როგორც ქვეყანა, მძულს-მეთქი, რა ვუყო შევჩუკს ან პროკოფიევს, რომელიც გაკვირვებული და განაწყენებულიც კი შემომხედავს და მკითხავს: “შეჩემისა, გუშინ არ უსმენდი ჩემს მუსიკას?”. თუ რუსეთი მძულს, რა ვუყო ჩემი საყვარელი მეგობრის საყვარელ, რუს ბებიასა და ნახევრად რუს დედას? და თუ პუტინი მძულს და შევჩუკი მიყვარს, როგორღა შევაფასო რუსეთი ერთი კატეგორიით? პრობლემა ისაა, რომ ადამიანები ისე ვაზოგადებთ ხოლმე ყველაფერს, არ ვუკვირდებით ამ სიძულვილში მოჭ####ტილ სიკეთეებს. რამდენადაც საამაყო იყო დღევანდელი გამარჯვება რაგბიში, იმდენად სულისშემძვრელად სამარცხვინოდ მიმაჩნია შოვინისტური ისტერია, რაც მას მოჰყვა. ნუ გვავიწყდება, რომ დღეს საქართველომ რუსეთი კი არ დაამარცხა (როგორც ქვეყანამ - ქვეყანა) არამედ, საქართველოს რაგბის ნაკრებმა დაამარცხა რუსეთის რაგბის ნაკრები. ჰოდა, არ ჯობია ღირსეულად შევირგოთ გამარჯვება, პატარა კაცუნებივით მუშტების ქნევისა და გინების ნაცვლად? “ორმოც კილომეტრში ჯარია!” - წამომაძახებს გაბრაზებული მკითხველი. ვიცით, ბატონო, ვიცით! ხოდა, ორმოც კილომეტრში რომ ჯარია, სწორედ მაგიტომ გეკითხებით, ოკუპაციასთან ერთად, ვინმემ დაგვავალა, სანამ რუსები არ გავლენ, იქამდე აზროვნების უნარი დაკარგეთო? გიორგი კიკონიშვილის ბლოგიVote up!35 Vote down!-11 holden (შეუმოწმებელი) - 18 მარტი, 2012 - 02:10გიორგი, აბსოლუტურად გეთანხმები. ჩემი მეოთხეკლასელი შვილი ცოტა ხნის წინ გაოცებული ისმენდა რომელიღაც რუსი რეჟისორის ქებას, როგორ შეიძლება რუსი კარგი იყოს და თანაც ამას ქართველი ამბობდესო.მას ახსოვს აგვისტოს ომი და ჩვენი რეაქცია ამ ომზე. ძალიან ვეცადე ამეხსნა, რომ პუტინი და რუსეთ ერთიდაიგივე არ არის, მაგრამ გარემო მხოლოდ შავს და თეთრს გვთავაზობს. მიშა=დასავლეთს, სხვა დანარჩენი=რუსეთს ანუ ეს უკანასკნელი=პუტინს.რაც ამ ეტაპზე მასაზე სმუშაოდ ძალიან მომგებიანია.პასუხი სტუმარი (შეუმოწმებელი) - 18 მარტი, 2012 - 02:39მტერია დღეს ეგ ქვეყანა ჩვენი და სანამ მტრის სიძულვილს ვერ ისწავლით, მანამდე თავისუფლებას ვერ ეღირსებით.პასუხი სტუმარი (შეუმოწმებელი) - 18 მარტი, 2012 - 02:58გიორგი, ვერ გავიგე ვერც ამ სტატიის მიზანი და ვერც პათოსი. ნებისმიერი რუსი ჯარისკაცი ან ოფიცერი, რომლელიც იქ, როგორც შენ იძახი ორმოცი კილომეტრის იქით დგას, პიროვნულად შეიძლება ძალიან კარგი ადამიანია, კარგი მამაა, კარგი შვილია, კარგი ძმაა თუ ბიძაშვილი. თუმცა ჩემთვის ვერცერთი ვერ იქნება, იმიტომ რომ ოთხი წლის წინ, ეგეც და მისი ბევრი თანამებრძოლიც მოერეკებოდა იქიდან ქართველებს და სახლებს უწვავდა. მოერეკებოდა რუსული დროშით და რუსული ჰიმნით, იგივე ჰიმნის ჰანგებზე იღვიძებს და იგივე დროშის ქვეშ დგას დღესაც ის ჯარისკაცი ქართულ მიწაზე 40 კილომეტრის იქით და "მე ? რუსეთი" კითხვა არ უნდა გებადებოდეს მემგონი. არამგონია ვინმეს ოკუპირებულ საბჭოთა რუსეთში გერმანიაზე კითხვის ნიშნები დაესვა, მე ? გერმანიაო. დარწმუნებული ვარ დახვრეტდნენ. საფრანგეთში - თუ არ დახვრიტავდნენ კოლაბორაციონიზმისთვის ძალიან ცუდად და ხშირ შემთხვევაში არაადამიანურადაც მოექცეოდნენ. ეს სულაც არ ნიშნავს რომ გიოტეს არ კითხულობენ ფრანგები, ან ჩვენ უნდა დავწვათ დოსტოევსკის წიგნები და არ მოვუსმინოთ ჩაიკოვსკის. მაგამ აუცილებლად შენი სახლი უნდა გადაეწვა იმ 40 კილომეტრში მდგარ რუსის ჯარს, რომ ამ კითხვაზე პასუხი მოგეფიქრებინა? ძალიან ცუდია რუსული რომ არ იცი, არ ვიცი პროტესტის ნიშნად რუსულის გარდა კიდე რა არ ისწავლე, მეჩვენება რომ ბევრი რამ... უკაცრავად ცოტა უხეშად გამომივიდა... ისე, ზოგადად ნებისმიერი კითხვის დასმა შეიძება და კარგიცაა როცა გსურს რაღაცაზე დაფიქრდე, ან სხვა დააფიქრო. მაგრამ არის რაღაც კითხვები, რომელზეც პასუხის არ ცოდნაა სირცხვილი...პასუხი სტუმარი (შეუმოწმებელი) - 18 მარტი, 2012 - 03:01უკაცრავად, გოეთე უნდა დამეწერა, ეგეც ჩემი რუსული განათლების ბრალია პასუხი ომარ თურმანაული (შეუმოწმებელი) - 18 მარტი, 2012 - 03:23ახლა მე ნუ მასწავლით შვილო (წერილის შინაარსიდან გამომდინარე ჩემი შვილის ტოლი უნდა იყოთ) დოსტოევსკის, სალტიკოვ–შჩედრინის თუ ტოლსტოის სიყვარულს! კამიუს გერმანული კულტურის სიყვარული არ აკლდა და არც გერმანელი დამპყრობლების სიძულვილი. ისევე როგორც სენტ ეკზიუპერის არ აკლდა გერმანული ლიტერატურის სიყვარული მაგრამ როგორც სამხედრო მფრინავი შეეწირა საფრანგეთის თავისუფლებისათვის ბრძოლას. ... გამომიხვედი აქ იესო ქრისტეზე ქრისტიანი! დაფიქრდი ცოტა რას და როგორ ლაპარაკობ!პასუხი მესროპი (შეუმოწმებელი) - 18 მარტი, 2012 - 03:58გიორგი, ძალიან მომეწონა თქვენი წერილი, დიდი მადლობა, რომ სიმამაცე და საღი გონება გყოფნით ამ გარემოში. სამწუხაროდ, ქართული საზოგადოება რაციონალური გზებით ვერ წყვეტდა და ვერ წყვეტს თავის პრობლემებს. ამიტომ დადებითი და უარყოფითი ემოციების მოშველიებით იგნებს გზას ისტორიაში. არ დავივიწყოთ, რომ რუსეთი გამონაკლისი არ არის. ის შეიძლება სხვაზე მეტად გვძულს, მაგრამ ჩვენი მეზობლებიდან რომელი გვიყვარდა და გვიყვარს? უკვე ჩინელებსაც გადავწვდით. სიძულვილით რამის აშენება შეუძლებელია. მტრის სიძულვილი არ არის საკუთარი ქვეყნის სიყვარული. ჩვენ რომ ჩვენი ქვეყანა გვიყვარდეს, ამ დღეში არ ჩავაგდებდით, მით უმეტეს მშვიდობიან პერიოდებში. "ორასწლიანი ბატონობა", "ორმოც კილომეტრში ტანკები" - ეს ის მანტრებია, რომლებითაც თავის მოტყუებას ვცდილობთ და, სამწუხაროდ, ვახერხებთ. მაგრამ ცხოვრებას ვერ მოატყუებ. საქართველოში უამრავი პრობლემა იყო და დღესაც არის, რომლების მოგვარება რუსეთის სიყვარულის ან სიძულვილის გარეშე შეიძლება. მაგრამ რუსეთისთვის ყველაფრის დაბრალება მოსახერხებელია. არავითარ შემთხვევაში არ ვიცავ რუსეთის, მით უფრო დღევანდელი რუსეთის პოლიტიკას, მაგრამ საკუთარი პასუხისმგებლობისთვის თავის არიდება დამღუპველია ჩვენთვისვე.პასუხი ვახტანგი (შეუმოწმებელი) - 18 მარტი, 2012 - 04:04სტატია კარგია, თან 3 კი არა მთელი 6 სიტყვა გცოდნია) თან ალბათ არითმეტიკასაც გაძალებდნენ) ენის ჯინაზე არსწავლა კი სისულელეა. ქართული ანდაზაა –– რამდენი ენაც იცი, იმდენი კაცი ხარ–ო. რუსებს, თუ რამე აქვთ კარგი –– ეს ლიტერატურაა და ორიგინალში კითხვას არაფერი სჯობს. რა ამ სიტყვის პასუხია და სად არის სასიქადულო "ქართველი კაცი", რომ აქამდე არ გამოგიყო თავისი ლაქარდიანი ენა?)პასუხი ნუგზარი (შეუმოწმებელი) - 18 მარტი, 2012 - 08:51მტერს მტრულად უნდა დავხვდეთ და მოყვარეს მოყვრულად, რა თქმა უნდა ეს ასეა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ სიძულვილი ყველასათვის დამღუპველია. როცა ვინმე გძულს, ესეიგი შენს თავს სხვაზე მალა აყენებ, ასეთი ცნობიერემა იგივე ფაშიზმია, ოღონდ სხვა ფორმით. გუშინ ჩვენმა რაგბისტებმა გაიმარჯვეს 46- 0 იმიტომ, რომ მათ აერთიანებდათ სიყვარული და მეტოქისადმი პატივისცემა. ისინი მთელი ერისთვის მაგალითი არიან.პასუხი ქართულად მელაპარაკეთ (შეუმოწმებელი) - 18 მარტი, 2012 - 09:03გიორგი, ძალიან კარგი წერილია, მაგრამ ნუ გექნებათ იმედი, რომ ბევრი ადამიანი მიიღებს ადექვატურად. ეს კომენტარებიდანაც ჩანს. ბრძოლის ველზე მფორთხავი პრეზიდენტის, დამარცხებულ ქვეყანას, ისღა დარჩენია სტადიონებზე გამარჯვებით დაიმშვიდოს თავი. კითხვებზე პასუხის გაცემას ფიქრი სჭირდება, ეს კი უმრავლესობისთვის დაუძლეველი პროცესია, ამიტომ გამზადებული ლოზუნგებით ეადვილებათ "ხმალაობა". თქვენ კი სწორ კითხვებს სვამთ და დასვით, იქნებ ვინმეს "შეეშალოს", თვითონაც მოუნდეს პასუხების ძიება და დაფიქრდეს.პასუხი სტუმარი (შეუმოწმებელი) - 18 მარტი, 2012 - 11:36კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, რომელიც ამ საყოველთაო ანტირუსული ისტერიის ნაწილია: თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანის ბრძანებით, სტუდენტის ნებისმიერ ნაშრომში, სამაგისტროა, საბაკალავრო თუ უბრალოდ რეფერატი, არ შეიძლება რუსულ ენაზე გამოყენებული მასალები იყოს მეხუდეთზე მეტი. არა ზოგადად უცხო ენაზე, არამედ მხოლოდ რუსულ ენაზეა საუბარი.პასუხი 1 2 3 4 5 მომდევნო › ბოლო»დატოვე კომენტარითქვენი სახელი: * E-mail: * ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.Comment: * English ArticlesRSS English ArticlesAnnouncement ლიბერალი №10429 დეკემბერი, 2011გუდიაშვილის მოედანი"საქართველოს ფოსტა" - გზა მომგებიან ბიზნესად ტრანსფორმაციისკენფასადების ფეტიში ფორუმი»უნდა დახარჯოს თუ არა მერიამ 3 მილიონი საახალწლო ღონისძიებებზე?16 დეკემბერი, 2011 - 29 კომენტარიმეტი » Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted March 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 25, 2012 აი ასეთ სლეობებს რატომ დებთ საერთოდ? პ.ს.ლიბერალზე გამახსენდა.ყველა იმ ქართველი ლიბერალის Dედას შევახტი რომელიც ვერ ბედავს იმის თქმას რომ ამერიკელები როგორც ნაგავას ისე გვექცევიან. შესაბამისად - ალბათ ყველა ქართველი ლიბერალის დედას დავეცი. ია ანტაძეთი დავიწყებდი დიდი სიამოვნებით ამერიკას არ ვაკრიტიკებ იმიტომ რომ მას აქ თავისი ინტერესები აქვსო ქართული ლიბერალიზმის "შეუპოვარი და მებრძოლის ქალის" უნიჭო სახე მოგიდღანთ თქვენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted March 25, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 25, 2012 ამერიკას არ ვაკრიტიკებ იმიტომ რომ მას აქ თავისი ინტერესები აქვსოხო ეგ მაგარი იციან ხოლმე. ეგრე მეც მივალ მაგ ანთაძესთან და მოვუდღნავ დედას, და ნუ გამაკრიტიკებს, ჩემი ინტერესები მქონდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.