planetanews Posted March 17, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 17, 2012 /get_img?ImageId=6766ქუთაისში, ცენტრალური მოედნისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, უკვე დაიწყო შენობების საძირკვლების გამაგრება. პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია აღნიშნულ შენობებზე, რომლებიც კერძო საკუთრებაშია, დამატებით, მესამე სართულის დაშენება, თუმცა შენობების მეპატრონეები უკვე იმ ზარალზე საუბრობენ, რაც მათ გამაგრებითი სამუშაოების შედეგად მიადგათ და რომლის ანაზღაურებასაც, მათი ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება არ აპირებს."ჩემს კუთვნილ ფართში შემოიჭრნენ, იატაკი და მეტლახი აყარეს და ამბობენ, რომ საძირკველი უნდა გავამაგროთო. თუმცა არავის უთქვამს, ზარალს ვინ აგვინაზღაურებს. ალბათ, ამის გაკეთებას არც აპირებენ. მხოლოდ ცემენტს დავასხამთო და სხვა დანარჩენი, ვეჭვობ, რომ ჩვენი გასაკეთებელი იქნება. აყრილია კაფელ-მეტლახი, განადგურებულია წყლის მილები. დაზიანებულია კედლები. მინიმუმ 15-20 ათასი ლარი დამჭირდება, რომ პირვანდელი სახე დავუბრუნო," - აცხადებს ერთ-ერთ სარეაბილიტაციო შენობაში მდებარე კომერციული ფართის მეპატრონე, რომელსაც ამ ეტაპზე ვინაობის გამხელა არ სურს.როგორც თავად ამბობს, იმისათვის, რომ ბიზნესი წამოეწყო, ბანკიდან კრედიტი გამოიტანა:"ვინმემ მითხრას, თანხა როგორ გადავიხადო, როდესაც სახელმწიფო, ხელშეწყობის ნაცვლად, ფინანსურ ზარალს მაყენებს?! ვინ არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი? როდესაც ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ვიცე-მერს შეკითხვა დავუსვი, მისი პასუხიდან ნათელი გახდა, რომ ხარჯის გაღება საკუთარი სახსრებიდან მომიწევს."ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, "ნეტგაზეთი" შეეცადა ქუთაისის მერთან დაკავშირებას, თუმცა გიორგი თევდორაძე იტალიაში იმყოფება სამუშაო ვიზიტით, ვიცე-მერებმა კი ამ საკითხზე საუბარი არ ისურვეს.ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი, მერაბ მეშველიანი ამბობს, რომ მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ და დამატებითი ინფრომაცია მიაწოდეს დაინტერესებულ პირებს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ინფორმაცია იმ შენობების მესაკუთრეებს, სადაც გამაგრებითი სამუშაოები და მესამე სართულის დაშენებაა დაგეგმილი, არ გააჩნიათ.„სამუშაოები ჩვენს ფართშიც დაიწყება და რამდენიმე დღეში უნდა დავცალოთ. გაურკვეველია, სად გადავალთ და რას ვიზამთ. წინასწარ ისიც არ ვიცით, აგვინაზღაურებს თუ არა ვინმე ზიანს,“ - ამბობს აფთიაქის მეპატრონე, რომელიც თამარ მეფის გამზირზე მდებარეობს და რომლის რეკონსტრუქციაც პროექტითაა გათვალისწინებული."გულწრფელად გეტყვით, რომ ზარალთან დაკავშირებით ინფორმაცია არა მაქვს, მაგრამ ვალდებულება გვაქვს აღებული, როცა ეს პროგრამა განხორციელდება, შედეგების შესახებ მოსახლეობას ანგარიში ჩავაბაროთ", - აცხადებს ქუთაისის საკრებულოს წევრი, მერაბ მეშველიანი.ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ მესამე სართულები, რომლებიც ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არებულ ორსართულიან შენობებს დაემატება, ჯერჯერობით სახელმწიფოს საკუთრებაში იქნება.სარეაბილიტაციო სამუშაოები ცენტრალური მოედანზე 2 მაისამდე უნდა დასრულდეს. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts