planetanews Posted March 17, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 17, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/vashadze321.jpgორ ქვეყანას შორის ცივილიზებული დიალოგი არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ საჭიროა.ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ რადიო “ეხო მასკვისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.მისივე თქმით, ამ დიალოგისთვის ქართული მხარე მზად არის, ხოლო რუსული მხარის მზადყოფნა საეჭვოა.„ყველა დონეზე ერთსა და იგივეს ვიმეორებთ – საქართველო მზადაა, რუსეთთან აწარმოოს დიალოგი თუნდაც ხვალვე, ნებისმიერ ადგილზე, ნებისმიერ დონეზე, ნებისმიერ თემაზე ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. ამას პრეზიდენტი და მთავრობის სხვა წევრები იმეორებენ”, – განაცხადა ვაშაძემ.მან ასევე აღნიშნა, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის შესვლაზე მოლაპარაკებების დაწყების გაშუქებისას ყველგან აღინიშნებოდა, რომ საქართველო რუსეთს ამ ორგანიზაციაში არასოდეს შეუშვებდა, თუმცა, ამის მიუხედავად რუსეთმა და საქართველომ ურთიერთმისაღები კომპრომისი გამონახეს.მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ქართული მხარე რუსეთის ფედერაციის არც ერთ ოფიციალურ წარმომადგენელს არ ენდობა.“რადგან მიხეილ სააკაშვილამდე, 1991 წლიდან საქართველომ რუსეთის ფედერაციასთან 5 შეიარაღებული კონფლიქტი გადაიტანა, როცა კუდზე გადაღებილი წითელი ვარსკვლავით, რუსული ბომბდამშენები ბომბავდნენ მოხუცებსა და ქალებს”, – განაცხადა ვაშაძემ და აქვე დასძინა, რომ სააკაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტია და 1991 წლიდან რუსულ პრესაში საქართველოს არც ერთ ხელმძღვანელზე დადებითი რამ არასოდეს დაწერილა.მინისტრის თქმით, ქართველი ხალხის არჩევანი მოსკოვისთვის ყოველ ჯერზე მიუღებელი იყო. ამის მიზეზი მარტივია.„ სამი სრულიად განსხვავებული ადამიანი – გამსახურდია, შევარდნაძე და სააკაშვილი, რომლებიც სრულიად განსხვავებულ იდეოლოგიას ატარებდნენ, არ იყვნენ მზად დაეთმოთ მხოლოდ ერთი რამ – სამშობლოს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ეს რუსეთისთვის სრულიად მიუღებელი იყო. ასე რომ, სააკაშვილის შემდეგ გვარად ვინმე ივანოვი რომ მოვიდეს, სახელად ბორისი, ვხუმრობ, გარწმუნებთ, მოსკოვში განსაკუთრებულად არაფერი გამოსწორდება”, – აღნიშნა ვაშაძემ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts