planetanews Posted March 17, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 17, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/news_1_84619-300x291.jpg17 მარტს გალაკტიონ ტაბიძის გარდაცვალებიდან 53 წელი შესრულდა. პოეტი 1959 წლის 17 მარტს გარდაიცვალა.ქართველი პოეტი, საზოგადო მოღვაწე და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემოკოსი გალაკტიონ ტაბიძე, 1891 წლის 17 ნოემბერს-სოფელ ჭყვიშში (ვანის რაიონი)დაიბადა.1899 წელს-გალაკტიონი შეიყვანეს ქუთაისში, დეკანოზ ნესტორ ყუბანეიშვილის სახლში გახსნილ კერძო, ერთკლასიან მოსამზადებელ სკოლაში.1900 წელს-ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში.1908 წელს-გალაკტიონ ტაბიძემ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. ამავე წელს გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსები („მთვარე კაშკაშებს“, „შავი ღრუბელი“ და სხვა.).1910 წელს-გალაკტიონმა მიატოვა თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლა, რადგან იგი თავზარდაცემული იყო თავისი უახლესი მეგობრის, ნიჭიერი ახალგაზრდის ქუჩუ ქავთარაძის (ფსევდონომით „დემონი“ აქვეყნებდა იგი თხზულებებს) თვით მკვლელობით.1914 წელს-დიდი ხნის მცდელობის შემდეგ ქუთაისში, ტუტკუ გვარამიას გამომცემლობაში, დაიბეჭდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსების პირველი წიგნი.ამის შემდეგ, 1916 წელს გალაკტიონ ტაბიძემ იქორწინა ოლღა ოკუჯავაზე და მასთან ერთად გაემგზავრა მოსკოვში.1918 წლის ზაფხულში იგი სამშობლოში დაბრუნდა.ერთი წლის შემდეგ გამოვიდა ტაბიძის ლექსების მეორე კრებული „თავის ქალა არტისტული ყვავილებით“ („არტისტული ყვავილები“).1928 წელს პოეტი მოსკოვში მიავლინეს, კომუნისტური ინტერნაციონალის მე-6 კონგრესის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის სამრეწველო ქალაქებში სამოგზაუროდ.1929 წელს-გალაკტიონის მეუღლე ოლღა ოკუჯავა უზბეკეთში გადაასახლეს, სადაც მან სამი წელი დაჰყო.1937 წელს კი ხელმეორედ დააპატიმრეს და სამუდამოდ გადაასახლეს.1959 წლის 17 მარტს გალაკტიონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.2000 წლის ივნისში-საქართველოს მართლმადიდებულმა ეკლესიამ შეუნდო მას თვითმკვლელობის ცოდვა, როგორც საბჭოთა მთავრობის მიერ მიყენებული ტანჯვის ლოგიკური შედეგი. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts