planetanews Posted March 17, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 17, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/6526-25-agvisto-012-300x168.jpgშპს ,,კარმენის” გორის წისქვილკომბინატში სიმინდის საცავი და საშრობი კომპლექსი შენდება.კომპლექსი რეგიონში პირველია და ის ექსპლოატაციაში მიმდინარე წლის ივლისიდან შევა. საშრობი დანადგარი, რომლის ღირებულება 1 100 000 ლარია ამერიკული წარმოებისაა და მის მონტაჟს დაახლეობით ერთ თვეში დაიწყებენ.სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული, კომპლექსის ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ იქ 15 ადამიანი დაიწყებს მუშაობას. საშრობის წარმადობა საათში 35 ტონას შეადგენს. საცავში კი, რომელიც 96 სილოსისგან შედგება, 12 000 ტონა სიმინდის შესანახვა იქნება შესაძლებელი.კომპლექსის მშნებლობის სამუშაოების მიმდინარეობა დღეს შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ტატიშვილმა დაათვალიერა ,,კარმენის” ხელმძღვანელობასთან ერთად.,,სიმინდის პროგრამა გასულ წელს შიდა ქართლში წარმატებული იყო. 40 000 ტონაზე მეტი სიმინდის მოსავალი იქნა მიღებული ჩვენს რეგიონში. 4 თვეში გორში სიმინდის საშრობი და საცავი კომპლექსი შედის ექსპლოატაციაში და ფერმერებს მოსავლის შენახვის პრობლემა აღარ ექნებათ. ეს კი სიმინდის წარმოების გავითარებას და მოსახლეობის შემოსავლების ზრდას შეუწყობს ხელს,”- განაცხადა ტატიშვილმა იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts