Jump to content
Planeta.Ge

argumenti.ge რჩევები დაკითხვაზე/ახსნა-განმარტების მისაცემად დაბარებული პირებისთვის


Recommended Posts

http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/02/es-shen-gexeba41-150x150.jpg1. მოქალაქეებმა კონკრეტულად არ იციან,რა სახის სამართალდარღვევის ფატზე იბარებენ ახსნა-განმარტების მისაცემად და რა უფლებები აქვთ მათ

დაკითხვაზე დაბარებულ პირს უფლება აქვს იცოდეს კონკრეტულად რა ფაქტთან დაკავშირებით არის დაბარებული ახსნა-განმარტების მისაცემად. ამ გარემოების დაზუსტების მიზნით, მას უფლება აქვს კითხვით  მიმართოს იმ თანამდებობის პირს, ვინც აწარმოებს დაკითხვას. ასევე მოქალაქეს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, ისარგებლოს ადვოკატის დახმარებით.

მნიშვნელოვანია ახსნა-განმარტების მსვლელობა სათანადოდ დაფიქსირდეს სხდომის ოქმში. მოითხოვეთ ნებისმიერი დასმული კითხვისა და თქვენს მიერ გაცემული პასუხების  ოქმში სათანადოდ დაფიქსირება. უფლება გაქვთ დააყენოთ სხვადასხვა სახის შუამდგომლობები; მაგალითად: სხდომის ოქმის აუდიო ჩაწერის შესახებ; მოითხოვოთ საქმის მასალების, სხდომის ოქმისა და წერილობითი ახსნა-განმარტების ასლები; დაკითხვის დროს მოითხოვოთ შესვენება; დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემამდე მოითხოვოთ სავარაუდო პასუხის ადვოკატთან შეთანხმება და ა.შ.

ახსნა-განმარტებების მიცემის დროს, მოქალაქემ უნდა დააფიქსიროს ფაქტები და იგი არაა ვალდებული ამ ფაქტებს რაიმე სამართლებრივი შეფასება მისცეს. მაგალითად, ერთ-ერთ პირს დაუსვეს ასეთი შეკითხვა: ,,თქვენს მიერ გახორციელებული აქტივობა მოხალისეობაა თუ შემოწირულობა?“ მსგავს შემთხვევაში, უმჯობესია, თუ მოქალაქის მიერ დაფიქსირდება მხოლოდ ფაქტი (მის მიერ გახორციელებული ქმედება).

თუ თქვენ დაბარებული ხართ მოწმის სახით (კონტროლის პალატის უწყებაში არ წერია თუ რა სახით იბარებენ პირებს), ყველა ზემოაღნიშნულ უფლებასთან ერთად თქვენ ასევე უფლება გაქვთ მოითხოვოთ გამოცხადებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება.

2. ახსნა-განმარტების მისაცემადდაბარებული პირის სტატუსი

აუცილებლად გაარკვიეთ კიდევ ერთხელ ”დაკითხვის” მწარმოებელ პირთან თუ რა სტატუსი გაქვთ (უწყების მიხედვით, თუკი მასში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლზეა მითითება, აგრეთვე, თუ მითითებულია, რომ თქვენ დაბარებული ხართ ახსნა-განმარტების მისაცემად – გამოდის, რომ უნდა გქონდეთ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის სტატუსი); საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ახსნა-განმარტებას იძლევა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი, მოწმე კი იძლევა ჩვენებას. მოწმის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, ან ცრუ ჩვენების მიცემა დასჯადი ქმედებაა, ხოლო ადმინისტრაციულ პასიხისგებაში მიცემული პირის მიერ ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმა ან არასწორი ახსნა-განმარტების მიცემა არ არის დანაშაული და არ ისჯება.

3. კონტროლის პალატის თანამშრომელთა გარდა, დაკითხვას ესწრებიან სხვა პირებიც

დაკითხვას უნდა აწარმოებდეს მხოლოდ კონტროლის პალატის უფლებამოსილი თანამშრომელი. მოქალაქეს უფლება აქვს გაარკვიოს დაკითხვის მწარმოებელი პირის ვინაობა და თანამდებობა. დაკითხვის მწარმოებელი პირი ვალდებულია წარუდგინოს მოქალაქეს მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (რომ ის ნამდვილად არის კონტროლის პალატის თანამშრომელი). თუ მოქალაქის ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მას უფლება აქვს უარი განაცხადოს ახსნა-განმარტების მიცემაზე.

თუ ახსნა-განმარტების მიცემას ესწრება პირი, რომელიც არ არის კონტროლის პალატის უფლებამოსილი თანამდებობის პირი და არის რომელიმე სამართალდამცავი  (პროკურატურის, პოლიციის) ან ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომელი, მოქალაქეს უფლება აქვს მოითხოვოს, რომ ასეთმა პირმა დატოვოს ახსნა-განმარტების მიცემის ადგილი. ხოლო თუ დაკითხვას აწარმოებს პირი, რომელიც არ არის კონტროლის პალატის თანამშრომელი, მაშინ მოქალაქეს უფლება აქვს უარი განაცხადოს ახსნა-განმარტების მიცემაზე.

 

4. მოქალაქეებს არ ეძლევათ დაცვის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა

პირს უფლება აქვს ისარგებლოს ადვოკატის დახმარებით. როგორც გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა,  ახსნა-განმარტების მისაცემად დაბარებულ პირებს  ხშირად არ აძლევენ ადვოკატის დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობას. როდესაც მოქალაქე მისულია ადვოკატთან ერთად, მას უფლება აქვს ადვოკატის დასწრების გარეშე არ უპასუხოს დასმულ კითხვებს. მოქალაქეს ასევე უფლება აქვს ნებისმიერ კითხვაზე პასუხი შეათანხმოს ადვოკატთან.

 

5. სხდომები დახურულია, არ უშვებენ ჟურნალისტებს

კანონის თანახმად (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 234-ე მუხლი), საქმის განხილვა უნდა იყოს ღია, რაც იმას ნიშნავს რომ სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ არა მხოლოდ ჟურნალისტებს, არამედ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. მოითხოვეთ სხდიმაზე ჟურნალისტების დასწრება და ეს მოთხოვნა დააფიქსირეთ სხდომის ოქმში.

 

6. ახსნა-განმარტების პროცესში ადგილი აქვს ზეწოლასა და იძულებას

ახსნა-განმარტების პროცესში დაუშვებელია რაიმე სახის იძულება ან დაშინება. ეს პირდაპირ არის აკრძალული სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით, რომლის თანახმადაც:

მუხლი 335. განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულება

1. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ მუქარით, მოტყუებით, შანტაჟით ან სხვა უკანონო ქმედებით პირის იძულება განმარტების ან ჩვენების მიცემისათვის ანდა ექსპერტისა­ – დასკვნის მიცემისათვის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით;

ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე.

შეეცადეთ აღნიშნული ფაქტი დააფიქსიროთ ოქმზე ხელის მოწერამდე. ზოგადად, გირჩევთ, რომ სანამ ხელს მოაწერთ რაიმე დოკუმენტს, მანამდე წაიკითხოთ კარგად, საჭიროების  შემთხვევაში,  გააკეთეთ შენიშვნა წერილობითი ფორმით და მხოლოდ ამის შემდეგ მოაწერეთ ხელი. თუ თქვენ არ მოგეცათ შენიშვნის გაკეთების შესაძლებლობა, უფლება გაქვთ ხელი არ მოაწეროთ რაიმე დოკუმენტს.

 

 

 

 

argumenti.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...