Jump to content
Planeta.Ge

ერორი- კონტროლის პალატამ სკანდალური დოკუმენტი გამოაქვეყნა


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/03_12/60294.jpg

 

კონროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის გამოქვეყნებული დოკუმენტი ახალი სკანდალის მიზეზი ხდება. დოკუმენტიდან ცნობილი ხდება, რომ ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" თანამშრომლების ნაწილსა და მისი გუნდის წევრებს თანხებს თავისი პირადი ანგარიშიდან ურიცხავს, რაც კონტროლის პალატის ინფორმაციით, სამართალდარღვევაა და ამ ფაქტებზე ადმინისტრაციული პროცედურები დაიწყო.

განცხადებაში, რომელსაც ფინანსური მონიტორინგის სამსახური ავრცელებს, მათქვამია, რომ "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი ფინანსური ანგარიშების დოკუმენტაციების თანახმად, ივანიშვილის პოლიტიკური გუნდის წევრთა უმრავლესობა არ იღებს სახელფასო ან სხვა ანაზღაურებას ამ ორგანიზაციიდან.

დამატებითი კვლევების შედეგად კი კონტროლის პალატამ დაადგინა, რომ ისინი პირად დაფინანსებას იღებენ ფიზიკური პირის - ბიძინა ივანიშვილის პირადი ანგარიშიდან.

ივანიშვილის გუნდის წევრები ადასტურებენ, რომ საუბარია მათ ხელფასებზე, თუმცა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ამ ინფორმაციის მოძიებას უკანონობად აფასებენ.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...