planetanews Posted March 17, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 17, 2012 /get_img?ImageId=6762ქალების ეკონომიკური შესაძლებლობების მიხედვით, 2012 წელს საქართელო 54.5 ქულით 59 ადგილზეა. ქვეყანა აღნიშნული მონაცემით პირველია კავკასიის რეგიონში. რუსეთი 52.9 ქულით 66-ე ადგილზეა, სომხეთი 53,3 ქულით 64-ე ადგილზე, ხოლო აზერბაიჯანი კი 46.8 ქულით 90–ე ადგილზეა.ქალთა შემოსავლის კლასიფიკაციის მიხედვით, საქართველო საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების ჯგუფში შედის, ამ ჯგუფში ქვეყანა 54.5 ქულით მეხუთე ადგილზეა. სომხეთი 53. 3 ქულით მე-7 ადგილზე, ხოლო აზერბაიჯანი 46.8 ქულით 21–ე ადგილზე. რაც შეეხება რუსეთს, იგი საშუალოზე მაღალი შემოსავლების ქვეყანათა ჯგუფში, 52.9 ქულით 26–ე ადგილზეა.აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებმა, ანგარიშის მიხედვით, მდგომარეობა 2010 წელთან შედარებით გააუმჯობესეს. კვლევაში აღნიშნული რეგიონის 29 ქვეყნიდან, საქართველო საერთო მონაცემებით მეთვრამეტე ადგილზეა, იგი უსწრებს მოლდოვას, სომხეთს, თურქეთს, რუსეთს, აზერბაიჯანს, ტაჯიკეთს, უზბეკეთს და სხვა.ანგარიში მეორედ გამოქვეყნდა, პირველი ანგარიში 2010 წელს გამოიცა. 2012 წლის მონაცემებს თუ 2010 წლის მონაცემებს შევადარებთ, საქართველომ მდგომარეობა 4.4 ქულით გააუმჯობესა, მაქსიმალური გაუჯობესების ქულა 7.2, რომლითაც ლიტვა პირველ ადგილს იკავებს. რუსეთის გაუმჯობესების ქულა–2.9, სომხეთის– 1.8 აზერბაიჯანის კი– 4.5.ზოგიერთი ხარისხობრივი მაჩვენებელი შექმნილია Economist Intelligence Unit–ის მიერ სხვადასხვა დოკუმენტებზე დაყრდნობით, ზოგიც კი სხვადასხვა კვლევებზე და მონაცემთა წყაროებზე დაყრდნობით.მთავარი წყაროები, რომელიც ანგარიშის შედგენისას გამოიყენეს არის: შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO), მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფონდი (OECD) გაერთიანებული ერების, განათლების მეცნიერების და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO), გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა (UNDP), მსოფლიო ეკონომიკის ფორუმი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, “Freedom House”, ეროვნული სტატისტიკური ოფისები და სხვაანგარიშში მოცემულია 128 ქვეყნის მონაცემები. იგი Economist Intelligence Unit–ის მიერ გამოიცა. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts