planetanews Posted March 16, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 16, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/shinagan-sakmeta-saminitro-300x225.jpgშინაგან საქმეთა სამინისტროში პრეზენტაცია გაიმართა “უცხოელი ვიზიტორები და დანაშული საქართველოში: სტატისტიკური და ფაქტობრივი მონაცემების ანალიზი”.შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის, საინფორმაციო ცენტრში საქართველოს დიპლომატიური კორპუსისა და საზოგადოებისთვის მომზადდა მოხსენება თემაზე “უცხოელი ვიზიტორები და დანაშაული საქართველოში”. მოხსენების ფარგლებში დამუშავებული სტატისტიკური და ფაქტობრივი მონაცემების ანალიზი წარედგინათ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს, ასევე სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებს.შინაგან საქმეტა სამინისტროს ინფორმაციით, ანალიზმა ცხადყო, რომ საქართველოში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის მატების ფონზე დანაშაულის ხვედრითი წილი მცირდება. აღნიშნული შემცირება შეეხება, როგორც უცხოელების წინააღმდეგ ჩადენილ, ასევე უცხოელების მიერ ჩადენილ დანაშაულს.პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია და შეჯამდა 2011 წლის შედეგები და ტენდენციები. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts