planetanews Posted March 16, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 16, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/qartuliocnebalogo1-300x193111.jpgსაქართველოს კონტროლის პალატის მიერ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია მიმდინარეობს კონსტიტუციის უგულებელყოფითა და ადამიანის უფლებების მუდმივი უხეში დარღვევებით.ამის შესახებ კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.“2012 წლის 11 მარტიდან დღემდე, კონტროლის პალატა, როგორც ცალკე, ისე პოლიციასა და სხვა აღმასრულებელ ორგანოებთან ერთად, უკანონოდ ახორციელებს „ქართული ოცნების“ ასობით მხარდამჭერის შევიწროებისა და დაშინების ოპერაციას. რეალურად, მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერთა პოლიტიკური დევნა. 2012 წლის 15 მარტს კი, საქართველოს კონტროლის პალატამ ჩაიდინა მორიგი უკანონობა. ამ უწყების პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილემ ფიზიკური პირის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი „პოლიტიკური სუბიექტის უკანონო დაფინანსების“ გამო.”–აღნიშნულია განცხადებაში.გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის მიერ პირადი ადვოკატებისა და კონსულტანტებისათვის შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე გადახდილ ანაზღაურებას, რომელიც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის რეგულირების სფეროს არ წარმოადგენს და ბიძინა ივანიშვილსა და ამ პირებს შორის კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სფეროა. ამის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი დაბარებულია საქართველოს კონტროლის პალატაში.“უკანასკნელ პერიოდში, საქართველოს კონტროლის პალატის მიერ განხორციელებული უკანონო მოქმედებები პირდაპირ მიუთითებს, რომ ხელისუფლებას ჩაფიქრებული აქვს, გადაუკეტოს დაფინანსების ყველა საშუალება კრიტიკულად განწყობილ პოლიტიკურ და არაპოლიტიკურ სუბიექტებს, რათა მოუსპოს მოქალაქეებს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში მონაწილეობის ყოველგვარი სურვილი და შესაძლებლობა.”–აღნიშნულია განცხადებაში.კოალიცია “ქართული ოცნების” აზრით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ არენაზე გამოჩენიდან დღემდე, მთელი სახელმწიფო აპარატი ამუშავებულია ისეთი ახალი კანონებისა და პრაქტიკის დასანერგავად, რომელიც პირდაპირ არის მიმართული ბიძინა ივანიშვილის და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts