Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ჩუგოშვილი: “კონტროლის პალატისა და შსს სამინისტროს მიდგომა ეჭვებს აძლიერებს’’


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/arasamtawroebi19-300x199.jpg“კონტროლის პალატისა და შსს სამინისტროს ამგვარი მიდგომა აძლიერებს ეჭვებს, რომ ეს ქმედებები სცილდება პოლიტიკური პარტიების ფინანსების შესწავლის მიზნით განხორციელებულ საქმიანობას და სულ უფრო მეტად იძენს პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეთა დევნის ხასიათს”, – აღნიშნა საია-ს თავმჯდომარე თამარ  ჩუგოშვილმა. მან მოუწოდა კონტროლის პალატას, “თავის მანდატში დარჩეს”.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, კონტროლის პალატის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაბარებული პირების მიმართ , სისხლის სამართლებრივი გამოძიების დაწყებას უკანონობად აფასებს. 

ჩუგოშვილმა განაცხადა, “კონტროლის პალატის მიერ მოქალაქეებისთვის გაგზავნილი უწყების შინაარსი იყო ბუნდოვანი, ადამიანებისთვის არ იყო განმარტებული, ხდებოდა თუ არა მათი ახსნა-განმარტების მისაცემად დაბარება მოწმის სტატუსით. ჩვენი კანონმდებლობით კი, პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს მხოლოდ მაშინ, თუკი ჩვენების მიცემაზე მოწმის სტატუსით დაბარებული პირი ამბობს უარს”. 

კონტროლის პალატა კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალი ოპოზიციური პარტიის რეგიონული ოფისების წარმომადგენლებს ახსნა-განმარტებების მისაცემად იბარებს. ის პირები კი, რომლებიც კონტროლის პალატაში არ გამოცხადდნენ, ჩვენებების მისაცემად პოლიციის სამმართველოებში დაიბარეს. 

სისხლის სამართლის კოდექსის 348-ე მუხლის მეორე პრიმა, რომლითაც შსს-ში მოწმის სტატუსით “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს იბარებდნენ ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს; ეს მუხლი ადმინისტრაციულ წარმოებაში მოწმის მიერ ჩვენებაზე უარის თქმას გულისხმობს. სამინისტროს ცნობით, პოლიციაში დაკითხული იმ პირებისგან პასუხისგებაში არავინ მიუციათ და არც დაუჯარიმებიათ.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...