Jump to content
Planeta.Ge

argumenti.ge საქართველოში ყოველ თვე რამდენიმე ასეულ ადამიანს იჭერენ!


Recommended Posts

http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/dakaveba4-150x150.jpgსაჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაშია განთავსებული ინფორმაციით, 2011 წელს საქართველოში 140 პატიმარი გარდაიცვალა. ამავე ინფორმაციითვე, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში 2 961 ბრალდებული და მსჯავრდებულია დაავადებული. `ქართულ სიტყვასთან~ საუბრისას პატიმართა უფლებების დამცველი გელა ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ ციხეებში, პატიმართა სიმრავლის გამო, სიტუაცია თანდათან უარესდება და მდგომარეობა ვერც ახალი ციხეების აშენებით გამოსწორდება, რადგან ადამიანების დაპატიმრება, რეალური, გამოგონილი თუ ხელოვნურად დამძიმებული ბრალდებით, კატასტროფული ტემპით მიმდინარეობს.

_ საპყრობილეებში იმაზე უარესი ვითარებაა, ვიდრე წარმოგვიდგენია. ადრე საქართველოს პენიტენციალურ დაწესებულებებში პატიმართა სიკვდილიანობის რიცხვი, ერთი წლის განმავლობაში, ასს არ ასცდენია. 2010 წლის მონაცემებით კი, 144 პატიმარი გარდაიცვალა, 2011 წლის პირველ ნახევარში _ 77.

_ ბატონო გელა, ეს მონაცემები საიდან გაქვთ?

_ პენიტენციალური დაწესებულების ხელმძღვანელები ამ ინფორმაციას მალავენ, მაგრამ 2010 წლის მასალების შეჯამებისას სახალხო დამცველმა განაცხადა, სასჯელაღსრულების სამინისტრომ ციხეებში 92 გარდაცვალების ფაქტი დააფიქსირა, მაგრამ ჩვენს მიერ მოძიებული მასალებით, გარდაცვლილი 144 პატიმარიაო. სასჯელაღსრულების სამინისტრომ გარდაცვლილების რაოდენობა, როგორც სჩანს, იმიტომ შეამცირა, რომ დადგენილი ნორმით, ეს ციფრი ასს არ უნდა ასცდენოდა. შესაძლოა არც სახალხო დამცველი ფლობს ზუსტ ინფორმაციას, რადგან გამორიცხული არაა, მას სიმართლეს უმალავენ. გახსოვთ, ალბათ, რამხელა გამოხმაურება მოჰყვა სახალხო დამცველის მიერ ტერმინის _ `სიკვდილის ექსპორტი~ ხსენებას, რაც იმას ნიშნავს, როცა ციხის ადმინისტრაციას საქმე მომაკვდავ პატიმართან აქვს; იცის, რომ მალე მოკვდება. ამიტომ, თითქოს ათავისუფლებს და ქალაქის საავადმყოფოში გადაჰყავს, რომ გარდაცვლილი პატიმარი ციხეს არ დაეწეროს. მომაკვდავი პატიმრები ქალაქის საავადმყოფოში ამ მიზნით გადაჰყავთ, თორემ ციხის საავადმყოფოში ისეთივე პირობებია, როგორც _ ჩვეულებრივში. აქედან გამომდინარე, შემიძლია, გითხრათ, რომ საქართველოში გარდაცვლილ პატიმართა საშუალო რაოდენობა ისეთივე რეკორდულია, როგორც _ პატიმართა რაოდენობა. ოფიციალური მონაცემებით, საქართველო პატიმართა რაოდენობის ევროპის ჩემპიონია _ 100 ათას მოსახლეზე 539 პატიმარი მოდის. მსოფლიო მასშტაბით, მხოლოდ აშშ გვისწრებს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ეს რაოდენობა 4-ნახევარი მილიონი მოსახლის მიხედვითაა დაანგარიშებული, მაშინ იმ დასკვნამდე მივალთ, რომ არც ეს დასკვნაა სწორი.

_ ამას რატომ ამბობთ?

_ საქართველოს მოსახლეობა, მაქსიმუმ, 3-ნახევარი მილიონიანია და თუ ამ ციფრის მიხედვით ვიანგარიშებთ, მაშინ პატიმართა სიჭარბით მსოფლიოში პირველ ადგილზე გავალთ. როცა ბევრი პატიმარია, ბუნებრივია, გარდავლილიც მეტია და ავადმყოფიც. სავარაუდოდ, მათი რაოდენობა უფრო მოიმატებს, რადგან საქართველოში სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა მკაცრი კი არა, სასტიკი, განაჩენთა შეჯამების პრინციპი კი, დაუნდობელია _ თუ ადრე მაქსიმალური სასჯელი (სამუადამო პატიმრობას არ ვგულისხმობ) 15-20 წელი იყო, ახლა სასჯელი 30-40 წლამდე `ავიდა~. მართალია, ყოველთვიურად პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, რამდენიმე ათეული ადამიანი ვადამდე პირობით, ან შეწყალებით თავისუფლდება, მაგრამ ციხეში რამდენიმე ასეული ახალი პატიმარი შედის და, ბუნებრივია, პატიმართა ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება.

_ ბატონო გელა, როგორც ვიცი, ჯანმრთელი და ავადმყოფი პატიმრები ერთად იხდიან სასჯელს, არ ხდება მათი განცალკევება და სათანადო მკურნალობა. საპყრობილეებში ნაკლები პატიმარები რომ იყვნენ, უკეთეს პირობები იქნებოდა?

_ რა თქმა უნდა. მართალია, ახალ ციხეებს აშენებენ და ეს კარგია, მაგრამ თუ დაჭერები ასეთი ტემპით გაგრძელდა და ასეთი უსამართლო სასამართლო იქნა, რომელსაც ყველა დაპატიმრებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს, ვერანაირი მშენებლობა ვერ გვიშველის! ახლა, ხონთან ახლოს, 4 500 ადამიანზე სასჯელაღსრულების ახალ დაწესებულებასAაშენებენ, რაც პატიმართა რაოდენობას დროებით განტვირთავს, მაგრამ მომავალში, მათი რიცხვი უფრო მოიმატებს.

საქართველო ავადმყოფებისა და კრიმინალების ქვეყნად გადაიქცა და უბედურება, როცა ადამიანს არ აქვს საშუალება, რომ თავისი სიმართლე დაამტკიცოს. ციხეში ზოგი, მართლაც, დამნაშავეა და მისი ადგილი იქააა, მაგრამ სასჯელს ბევრი უდანაშაულოც იხდის. ზოგს მსუბუქი დანაშაული აქვს ჩადენილი, მაგრამ სხვა რაღაცებსაც `აკერებენ~, საქმე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კატეგორიაში გადაყავთ და იმის მაგივრად, რომ 2, ან 5 წელი მიუსაჯონ, 30 წელს აძლევენ. ადამიანებს, პრაქტიკულად, სასიკვდილოდ წირავენ!

_ საქართველოში, თუ არ ვცდები, 300 ათასი პრობაციონერია და ქვეყნის ბიუჯეტი მათ მიერ გადახდილი გირაოს თანხებით ივსება. ხალხს ბიუჯეტის შევსების მიზნით იჭერენ თუ რა ხდება?

_ ხელისუფლებას რამდენიმე მიზანი ამოძრავებს: უნდა, ხალხში შიშის სინდრომი დათესოს და ტერორის ატმოსფერო შექმნას, რადგან დაშინებული და დატერორებული ადამიანი ადვილად სამართავია _ პატიმართა ოჯახის წევრები, მაგალითად, საპროტესტო აქციებზე ვერ გამოვლენ. ამასთან, ხალხის მასიური დაპატიმრება ბიუჯეტის შევსების წყაროცაა, რადგან საქმეების 85-90%-ი საპროცესო შეთანხმებით მთავრდება. ოფიციალური მონაცემებით, 2010 წელს ბიუჯეტში საპროცესო გარიგებებით 62 მილიონი ლარია შესული. სახელმწიფო აცხადებს, 25 ათას პატიმარზე მეტი არ მყავსო, მაგრამ სინამდვილეში, 40 ათასზე მეტია. პატიმართა ზუსტ რაოდენობას ვერ დავადგენთ _ იმ ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლებას მძევლად ჰყავს, სათითაოდ არავინ დაგვათვლევინებს.

_ საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებით, მსჯავრდებულებს ხმის მიცემის უფლება ეძლევათ…

_ ადრე მხოლოდ ბრალდებულებს ჰქონდათ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება, ახალი საარჩევნო კოდექსით კი, ამის შესაძლებლობა მსჯავრდებულებსაც მიეცათ. ნაკლებად მძიმე დანაშაული 5 წლამდე სასჯელს ითვალისწინებს და დასაშვებია, რომ არჩევნებში მონაწილეობა ასეთი კატეგორიის პატიმრებმა მიიღონ, მაგრამ ჩვენთან შემოღებული წესის, მიხედვით ყველას, თუნდაც მძიმე დანაშაულის ჩამდენს, რომელსაც საპროცესო შეთანხმებით შეფარდებული 5 წელი აქვს, ეძლევა ხმის მიცემის უფლება და იმიტომ, რომ ამ გზით ხელისუფლება `მუქთა ხმებს~ მიიღებს, ანუ პრობაციონერი ხელისუფლების მძევალია და იძულებულია, ხმა მისცეს. ე.წ. ევროპული ნორმა, რომელიც ჩვენთან გაუკუღმართებული წესით იქნა გადმოღებული, ხალხის დამონებისა და ბიუჯეტის შევსების წყაროდ იქცა, თორემ ევროპაში ეს წესი დადებითად მუშაობს. ხელისუფლება ყველა საშუალებას გამოიყენებს საჭირო ხმების მისაღებად. წინა არჩევნებში გამოიყენა ნარკომანები და ე.წ. ძველი ბიჭები: ზოგს ფულით აინტერესებდა, ზოგსაც _ ნარკოტიკს აძლევდა, ზოგს კი, სასჯელის შემსუბუქებას ჰპირდებოდა.

_ ამბობენ, ციხეებში ტუბერკულოზის ეპიდემიააო. კიდევ რა დაავადებები აწუხებთ პატიმრებს?

_ 2 ათასზე მეტი პატიმარი ტუბერკულოზითაა დაავადებული და ქსანში სპეციალური მკურნალობა უტარდება. ეს დაწესებულება მეტ პატიმარს ვერ იტევს, თორემ ტუბერკულოზიანი პატიმარი გაცილებით მეტია. საგანგაშო, რომ ასეთი ავადმყოფები იზოლირებულად არ არიან და, ბუნებრივია, დაავადება ჰაერწვეთოვანი გზით სხვებსაც გადაედებათ. არიან ც ჰეპატიტით, შიდსით, კიბოთი და სხვა ავადმყოფობით დაავადებული ადამიანებიც.

_ ციხის ადმინისტრაცია როგორ ექცევა პატიმრებს, ისევ აქვს ადგილი წამების ფაქტებს?

_ ევროკონვენციის მესამე მუხლი კრძალავს არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას, წამება კი, ყველაზე მძიმე ფორმაა. ჩვენს ციხეებში, წამებისგან განსხვავებით, ღირსების შემლახავ და არაადამიანურ მოპყრობას ყოველდღიური ხასიათი აქვს. ყველანაირი კატეგორიის პატიმარს ერთნაირად ექცევიან: თუ ვინმეს რადიო აქვს ჩართული, ან ნარდს თამაშობს და კამათელს აგორებს, ეჩხუბებიან, ხმაურიაო. არადა, ნარდი უხმოდ როგორ უნდა ითამაშო? ამის გამო მთელ საკანს სცემენ. პატიმრები ჰაერზე არ გადიან, რადგან ამ დროს ადგილი აქვს   შეურაცხყოფის ფაქტებს _ თავში ჩარტყმა, დედის გინება და პანღურის ამორტყმა აღარავის უკვირს. პატიმრები ამას ისე მიეჩვივნენ, რომ ყველაფერი ეს მათში პროტესტს ნაკლებადღა იწვევს. მარტივად რომ ვთქვათ, პატიმარი დღეს ადამიანად არ აღიქმება და რაც ყველაზე შემაშფოთებელია, თვითონ მსჯავრდებულებსაც უკარგავენ განცდას, რომ ამ ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქეები არიან!

_ პატიმართა კვება გაუმჯობესდა თუ ისევ `ბალანდას~ აჭმევენ?

_ ახლაც `ბალანდას~ ჭამენ. ახლობელი პატიმარს პლასტიკურ ბარათზე თანხას ჩაურიცხავს, მას შეუძლია, ციხის ტერიტორიაზე მდებარე მაღაზიაში პროდუქტი იყიდოს, რომელიც, სამწუხაროდ, ძვირია.

_ ბატონო გელა, ციხეში პრესის შეტანის აკრძალვამ აჟიოტაჟი გამოიწვია…

_ პრესის შეტანა, მართლაც, აკრძალეს, ანუ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მხოლოდ გასართობი და სპორტული ჟურნალ-გაზეთები შედის. მართალია, პატიმრებს რადიოები აქვთ, მაგრამ თუ ვინმე ხმას აუწევს, ართმევენ, ანუ ციხის ადმინისტრაცია ყველანაირად ცდილობს, რომ პატიმრები ინფორმაციულ ვაკუომში მოაქციოს და როცა უფლებადამცველები ციხეში შევდივართ, პატიმრები პირველად გვეკითხებიან, გარეთ რა ხდებაო.

ესაუბრა ნათია ლებანიძე

 

argumenti.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...