Jump to content
Planeta.Ge

ერორი- ანტინარკოტიკული კამპანია გრძელდება


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/03_12/60285.jpg

 

მთავრობის ანტინარკოტიკული კამპანიის მიმდინარეობის დეტალები მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ და იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ დღეს საზოგადოებას გააცნეს. მათ ამ კამპანიისთვის სპეციალურად შექმნილი 4 ვიდეორგოლის პრეზენტაცია გამართეს. კლიპები მომავალი კვირიდან სატელევიზიო არხებზე გამოჩნდება.

პრესკლუბ `პრაიმ-ტაიმში` გამართულ პრესკონფერენციაზე დავით საყვარელიძემ განაცხადა, რომ ანტინარკოტიკული კამპანია წარმატებით მიმდინარეობს და ნარკოტიკების მომხმარებლების სერიოზული კლება შეინიშნება.

მისი თქმით, დაახლოებით 5-ჯერ არის შემცირებული ნარკოტიკების მომხმარებლების რიცხვი, მათ შორის მძიმე ნარკოტიკებთან დაკავშირებით. საყვარელიძის ინფორმაციით, ნარკომანიის ასაკი დაბლა აღარ იწევს.

ანტინარკოტიკულ კამპანიაში, რომელიც პროკურატურის ინიციატივით დაიწყო, ჩართულია მერია და სხვადასხვა უწყება.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...