planetanews Posted March 16, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 16, 2012 http://rustavi2.com/news_photos/03_12/60288.jpg რუსი ოპოზიციონერები ბრძოლის ტაქტიკას ცვლიან. საორგანიზაციო კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ აქციების მოწყობას მოსკოვის მერიასთან აღარ შეათანხმებს. მიზეზი სასამართლო გადაწყვეტილებები გახდა. აქციებში მონაწილეობის გამო, გუშინ მემარცხენე ფრონტის ლიდერს სერგეი უდალცოვს 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ცნობილ ბლოგერს ალექსეი ნავალნის კი ფულადი ჯარიმა დააკისრეს. პარალელურად, კრემლის ოპონენტები საპროტესტო აქციის გამართვას 5 მაისამდე აღარ გეგმავდნენ. თუმცა გადაწყვეტილება ენ-ტე-ვეს ეთერში გასული სიუჟეტის გამო შეცვალეს, სადაც ავტორები ოპოზიციის ლიდერებს მიტინგში მონაწილეობის მისაღებად ხალხის მოქრთამვაში ადანაშაულებდნენ. ბლოგერებმა კი გაარკვიეს, რომ სიუჟეტისთვის მსგავსი სცენები თავად ენ-ტე-ვეს მიერ იყო დადგმული. ამ ფილმის ეთერში გასვლის შემდეგ ოპოზიციამ ენ-ტე-ვეს წინააღმდეგ აქცია დაგეგმა, რომელიც ხვალ პუშკინის მოედანზე გაიმართება. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts