planetanews Posted March 16, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 16, 2012 http://rustavi2.com/news_photos/03_12/60292.jpg ჯანდაცვის მინისტრობის ახალმა კანდიდატმა დღეს გეგმები დეპუტატებს გააცნო. ზურაბ ჭიაბერაშვილი უმრავლესობის წევრებს შეხვდა. იგი პირისპირ გაესაუბრა ქრისტიან-დემოკრატებსაც. ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის რეფორმებში რადიკალური ცვლილებების შეტანას არ აპირებს. ის არც საკადრო ცვლილებებს გეგმავს. მინისტრობის კანდიდატი მთავარ პრიორიტეტად თითოეული მოქალაქის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას ასახელებს. ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად, უწყების 10-პუნქტიანი გეგმა დეპუტატებს სოფლის მეურნეობის მინისტრმაც წარუდგინა. შეხვედრები საკანონმდებლო ორგანოში კვირის ჩათვლით გაიმართება, სამშაბათს კი, რიგგარეშე სხდომაზე, დეპუტატები მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს უყრიან კენჭს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts