Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პირების დაკითხვა ფოთსა და სენაკში


Recommended Posts

იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ფოთში კონტროლის პალატის წარმომადგენლებთან ახსნა-განმარტების მიცემაზე უარი თქვეს, პოლიციაში იბარებენ.

თამაზ სოსელია, რომელიც ადრე "კონსერვატიული პარტიის" ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო, ამბობს, რომ ამჟამად არც ერთი პარტიის წევრი არ არის. ის დარწმუნებულია, რომ კონტროლის პალატაში „ქართული ოცნების“ გაზეთების გავრცელების პროცესში მონაწილეობის გამო დაიბარეს. იმის გამო, რომ ის კონტროლის პალატის წარმომადგენლებთან არ გამოცხადდა, ახლა დასაკითხად პოლიციაში იბარებენ. სოსელია ამბობს, რომ მას ტელეფონით ფოთის პოლიციის გამომძიებელი ელგუჯა ძიძიგური დაუკავშირდა და მოითხოვა მისი გამოცხადება სამმართველოს შენობაში:

"ფოთში არ ვიმყოფები, თორემ კანონს არ ვეწინააღმდეგები და მივალ პოლიციაში, რადგან აქ მხოლოდ ჩემზე არ არის საუბარი. პენსიონერი დედ-მამა, 6 შვილი, ძმა მყავს. პოლიციის პიკაპები ჩემი სახლის წინ დღისით–მზისით დადიან. ამას იმათი დაშინების მიზნით აკეთებენ, ვინც გვერდით მიდგას. 14 წელი ვიმუშავე ძალოვან სტრუქტურაში, პოლიციის მაიორი ვარ წოდებით, კანონები მათზე ნაკლებად არ ვიცი, მაგრამ ასეთი რამ არც ერთ კანონში წერია. შეიძლება, ჩემი მისამართით პროვოკაციებს მოაწყონ, მაგრამ იცოდნენ, რომ არ მეშინია,“ - აცხადებს თამაზ სოსელია.

დაკითხვების სერიას აგრძელებს კონტროლის პალატა სენაკში. გუშინ ახსნა-განმარტება "ქართული ოცნების" სენაკის ოფისის შტაბის უფროსმა მურად შამათავამ მისცა:

"ჩემ მიმართ თავაზიანები და კორექტურულები იყვნენ. გამგეობის შენობაში, ყველგან, კორიდორებში პოლიციის თანამშრომლები იდგნენ. გამსინჯეს დეტექტორით და მითხრეს, ნივთები მაგიდაზე დამელაგებინა. მქონდა მხოლოდ სათვალე. მობილური ტელეფონი მანქანაში დავტოვე. ვიცოდი, არ უნდა შემეტანა. განმიმარტეს, რომ აინტერესებთ, პარტიაში არის თუ არა ფინანსური დარღვევები. დაინტერესდნენ ჩემი ოჯახის წევრების საქმიანობით, მაქვს თუ არა ბიზნესი, რამდენია ჩემი თვიური შემოსავალი. დაკითხვა საათნახევარი მიმდინარეობდა. მე რიგითი კანონმორჩილი მოქალაქე ვარ და არაფერი მაქვს დასამალი. ვუპასუხე ყველაფერზე, რაც მკითხეს. ჩემთან და სხვა ლიდერებთან დამოკიდებულება დაკითხვისას რადიკალურად განსხვავდებოდა იმასთან შედარებით, რაც წინა დღის დაკითხულებისგან მოვისმინე," - უთხრა "ნეტგაზეთს" შამათავამ.

სენაკის საკრებულოს წევრი და კოალიაცია "ქართული ოცნების" კოორდინატორი მამუკა ბაბილუა ამბობს, რომ კონტროლის პალატის წარმომადგენლებთან შესვლამდე, როგორც დამნაშავე, ისე გაჩხრიკეს:

"შარვალი არ გაუხდიათ, მაგრამ ჩაძვრნენ წინდებში. ქურთუკი და ქუდიც კი შემიმოწმეს. ისე მჩხრეკდნენ, როგორც დამნაშავეს. როგორც ვიცი სხვა დაკითხულებისგან,  ერთ ქალბატონსაც გახადეს ჩექმები. ტელეფონი არ შემიტანია. ეს იყო გაცნობა კუდის თანამშრომლების და არა კონტროლის პალატის", - აცხადებს მამუკა ბაბილუა.

როგორც ამბობს, კონტროლის პალატის წარმომადგენლები მისი პოლიტიკური საქმიანობით, შემოსავლებითა და ოჯახის წევრებით დაინტერესდნენ:

"ვუთხარი, რომ მწირი შემოსავალი მაქვს საკრებულოდან - 130 ლარი და მცირე მიწის ნაკვეთი. იმ ნაკვეთის დამუშავება მირჩიეს. თქვენ რომ არ მითხრათ, ქართველი კაცი ვარ და მიწაზე მუშაობისთვის სხვისი მითითება არ მჭირდება-მეთქი. ისიც ავუხსენი, რომ არასოდეს შევსულვარ რაიმე კორუფციულ გარიგებაში. ყველგან პატიოსნად მიმუშავია და სინდისი არსად გამისვრია. მკითხეს, ელოდებით დიდ ფულებსო? მე არაფერს ველოდები, მაგრამ თუ რამე ხელფასს გადამიხდიან, რატომაც არ ავიღებ, ეს ჩემი შრომის ანაზღაურება იქნება-მეთქი. ბოლოს მაინც ასე მირჩიეს - ყანა არ მოგენატროთო!"

კონტროლის პალატის წარმომადგენლებმა სენაკში "თავისუფალი დემოკრატების" წევრი გია გვასალიაც დაკითხეს:

"დაინტერესდნენ  ჩემი საქმიანობით, იმით, ვაგროვებდით თუ არა ივანიშვილის მხარდასაჭერად ხელმოწერებს. ვაგროვებდი და ასეც ვუპასუხე. შევაგროვე სოფელ ხორშში 130 ხელმოწერა. გადამიხადეს თუ არა ამაში საფასური, ამითაც დაინტერესდნენ, მაგრამ მე  ეროვნული კაცი ვარ და თანხის მოცემას ვერც ვერავინ გამიბედავდა. ოჯახურ შემოსავალზეც მკითხეს. დედაჩემს აქვს პენსია 84 ლარი, მე მაქვს 70 ლარი-მეთქი. ივანიშვილზე რომ ითხოვთ მოქალაქეობის მიცემას, მაშინ გიორგაძეზეც მოითხოვეთო. გიორგაძე და ტერორისტებთან ჩვენ საქმე არ გვაქვს-მეთქი! ხელი მოვაწერე იმას, რაც ვთქვი და წამოვედი".

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...