Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - თამარ ჩუგოშვილი: „შსს და კონტროლის პალატა უფლებამოსილებებს გასცდა“


Recommended Posts

/get_img?ImageId=6757

უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, კონტროლის პალატამ პოლიტიკური პარტიების ფინანსების შესწავლის მიზნით, მოქალაქეთა ნაწილსუწყებები გაუგზავნა და ახსნა– განმარტებისთვის დაიბარა. ის მოქალაქეები, რომლებიც არ გამოცხადნენ კონტროლის პალატაში, მოგვიანებით შსს-ს რაიონულ გაყოფილებებში დაიბარეს. კონტროლის პალატისა და შსს - ს ქმედებებთან დაკავშირებით დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა პრესკონფერენცია გამართა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ შსს და კონტროლის პალატა უფლებამოსილებებს გასცდა.

რა სტატუსით დაიბარა მოქალაქეები კონტროლის პალატამ?

ეს არის ძალიან ბუნდოვანი უწყება, თუმცა მასში მითითებულია მუხლი, რომლის შესაბამისად, საუბარია იმაზე, რა უფლებები აქვს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს. შესაბამისად, ჩანს, რომ ისინი დაიბარეს როგორც სამართალდამრღვევები.

ჰქონდათ თუ არა ამ მოქალაქეებს უფლება, აღნიშნული უწყებით არ მისულიყვნენ კონტროლის პალატაში და მოეთხოვათ ახსნა-განმარტება, რატომ არიან ისინი დაბარებულნი?

მათ ჰქონდათ იმის უფლება, მეტი ინფორმაცია მიეღოთ იმასთან დაკავშირებით, კონკრეტულად რას იკვლევდა კონტროლის პალატა. ამის შემდეგ კი, თუ საჭიროდ ჩათვლიდნენ, მივიდოდნენ ახსნა-განმარტების მისაცემად.

რომ მოვიდნენ და მითხრან, შენ ჩაიდინე სამართალდარღვევა, მოდი და ახსნა-განმარტება მოგვეცი, კონსტიტუციით დაცული უფლება მაქვს, რომ საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენება არ მივცე, ამის ვალდებულება არ მაქვს. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც სხვაზე მიმდინარეობს სამართალწარმოება და მე მოწმის სტატუსით მიბარებენ, მაშინ არსებობს ეს ვალდებულება.

რამდენად კანონიერია შსს-ს მიერ იმ მოქალაქეების დაბარება, ვინც არ გამოცხადდა კონტროლის პალატაში?

კონტროლის პალატა თავის უფლებამოსილებას გასცდა, როდესაც მონაცემები გადააგზავნა შსს-ში, ვინ არ გამოცხადდა და, თავის მხრივ, შსს-ს ამ საქმესთან დაკავშირებით არ უნდა დაეწყო გამოძიება.

შსს-ს მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 348–ე მუხლით (გულისხმობს ადმინისტრაციულ წარმოებაში მოწმის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმას) გამოძიების დაწყება უკანონოა.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოქალაქეებს უთხრეს, რომ სამართალწარმოება თქვენზე მიმდინარეობს, და არ ჩანდა უწყებაში არსად, რომ ისინი მოწმის სტატუსით დაიბარეს. მაშინ, როდესაც შსს-მ მათი სწორედ მოწმედ არგამოცხადების გამო დაიბარა. თუ მოწმის სტატუსით უნდოდათ დაბარება, უნდა ეთქვათ, რომ ამა და ამ ფაქტთან დაკავშირებით გიბარებთ მოწმედ. ამასთან, აქვე უნდა ახსნილიყო, რა საკითხთან დაკავშირებით იბარებს კონტროლის პალატა.

როდესაც მათ ეცოდინებოდათ, რომ მოწმის სტატუსით იყვნენ დაბარებული და თუ არ გამოცხადდებოდნენ, მხოლოდ მას შემდეგ ექნებოდა შსს-ს სამართლებრივი საფუძველი დაებარებინა ისინი, და არა იმ მოცემულობაში, რომელიც ჩვენ ამჟამად გვაქვს.

დაუშვებელია აღნიშნული უწყებით გათვალიწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა წარმოადგენდეს გამოძიების დაწყებისა და პირისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

გარდა ამისა, აღნიშნული დაკითხვების დროს მოქალაქეებისგან მოთხოვნილი ინფორმაცია, რიგ შემთხვევაში, აშკარად არღვევს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.

იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. კონტროლის პალატამ სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ გადაუგზავნა მასალები შს სამინისტროს შესაბამის რაიონულ სამმართველოებს გამოძიების დაწყების მოთხოვნით, რითაც გააძლიერა ეჭვები ამ პროცესის კანონიერ მიზნებთან შესაბამისობის თაობაზე.

კონტროლის პალატისა და შსს -ს ამგვარი მიდგომა სცილდება პოლიტიკური პარტიების ფინანსების შესწავლის მიზნით განხორციელებულ საქმიანობას და სულ უფრო მეტად იძენს პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეთა დევნის ხასიათს.

 

ამავე თემაზე:

პოლიციელებმა ქუთაისელ "რესპუბლიკელებს" გუშინ ღამით მიაკითხეს დასაკითხად

ომბუდსმენი კონტროლის პალატის ქმედებების გამო სავარაუდო დარღვევებზე

აშშ-ის ელჩი საქართველოში კონტროლის პალატის აქტივობების შესახებ

შსს განმარტავს რეგიონებში კონტროლის პალატის საქმის გაგრძელების მიზეზს

“ქართული ოცნების” შეხვედრა დიპლომატებთან კონტროლის პალატის ქმედებებზე

კუბლაშვილი “ქართული ოცნების” აქტივისტების დაკითხვისას დარღვევებს უარყოფს

საყოველთაო დაკითხვა

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...