Jump to content
Planeta.Ge

მიხეილ სააკაშვილი - ჩვენს კურორტებში ასეულობით მილიონი ლარი ჩაიდება და ათობით ათასი ადამიანი დასაქმდება


Recommended Posts

ჩვენს კურორტებში ასეულობით მილიონი ლარი ჩაიდება და ათობით ათასი ადამიანი დასაქმდება , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს გუდაურში სტუმრობისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, სათხილამურო კურორტების განვითარება ადგილობრივ მოსახლეობას სიღარიბიდან გამოიყვანს. სააკაშვილის განცხადებით, სათხილამურო კურორტების ინფრასტრუქტურა 2015 წლისათვის საბოლოო სახეს მიიღებს.

"იქ, სადაც არის სათხილამურო კურორტები, არ არის სიღარიბე და ხალხი ცხოვრობს მდიდრულად. დღეს სათხილამურო კურორტები შენდება იქ, სადაც არის სიღარიბე. სათხილამურო კურორტების მშენებლობა ჩვენთვის ასევე არის მთავარი ინსტრუმენტი სიღარიბესთან ბრძოლაში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

http://www.interpressnews.ge/ge/politika/195627-mikheil-saakashvili-chvens-kurortebshi-aseulobith-milioni-lari-chaideba-da-athobith-athasi-adamiani-dasaqmdeba.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზამთარში კარგი ხო ,მაგრამ ზაფხულში გუდაურში ვინმე დადის???

ნუ ბეტანიაზე არ ვამბობ არაფერს, იქ ტყეც არის და საინტერესო ადგილებიც...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი ამ სიპიტოს რომელიმე ნაბოდვარის ვინმეს გჯერავთ რამე კიდევ?

რაიმეს მაინც სერიოზულად აღიქვამთ? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოიცა და რატომაა არ დასაჯერებელი? დღეისთვის უკვე ძალიან ბევრი კურორტი გაკეთდა მაღალ დონეზე და ასევე ბევრი შენების პროცესშია ხოდა მომავალში რომ კიდევ ჩაიდება ინვესტიცია და კიდევ აშენდება რაღაც ეს რატომაა დაუჯერებელი?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

fashisti

აბა კაცო... რა არის ამაში დაუჯერებელი... ამ კაცის შეუსრულებელი დაპირება გახსოვთ ვინმეს... :D :D :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

შეუსრულებელი დაპირება მახსოვს მაგრამ შეუსრულებელს რა კავშირი აქვს იმ დაპირებასთან რომელიც უკვე შესრულდა სრულდება და სავარაუდოდ მომავალშიც შესრულდება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაინც ვერ გამიგია, რა უხარია ხოლმე ხალხს, როდესაც სადღაც ვიღაც მილიონერი რამე ფულს ჩადებს (ვთქვათ, კურორტებში ასეულობით მილიონი ჩაიდება), და ათი ათასობით ადამიანი დასაქმდება (მრეცხავებად, დამლაგებლებად, პოვრებად, მიმტანებად და ა.შ). რატომ უხარიათ ვიღაც მილიონერის მსახურად ყოფნის პერსპექტივა? რითი არ ჯობია ამ პერსპექტივას, რომ არც იმ მილიონერს ქონდეს არაფერი, და მერე ვინ ვისი მსახური და დამლაგებელი იქნება, იქ გამოჩნდეს, ზეცაში :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

ხო იასნია,. ბეზდელნიკობა და სხვისი ფულის დანახვაზე გულის გახეთქვა სჯობია...

fashisti

:( ხო კაი. მი ვპერედი პლანეტი ვსეი. პირველი საკურორტო ქვეყანა.

პირველი უღარიბო ქვეყანა.

მსოფლიოში პირველი ტომრებით ჩატანილი თოვლი.

მოჭრილი მტირალას მთა.

1 ( ერთი) ნახევრად გაკეთებული ქუჩა ბათუმში.

ყვეალზე ლამაზი შენობები პოლიცია და პროკურატურა.

ყვეალაზე გამჭვირვალეებიც ამავე დროს.

და ყველაზე სახიფათო და საძულველიც .

ბეთანიის გაკეთებული სათხილამურო ტრასა.

საბაგირო ზღვიდან თოვლიან კურორტზე.

 

 

 

ღირს კი გაგრძელება? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა ამჯერად მხოლოდ ინფრასტრუქტურული გენიალურობებით შემოვიფარგლე, თორემ...

გასაგებია :)

 

მართალია, სისტემატიზაცია უნდა მის საქმეებს...

ისე კარგი იქნება, თუ სკოლაში შეისწავლიან ბავშვები, საქართველოს უახლეს ისტორიაში... "მოკლე კურსი ნაც-ბოზ-ბანდის ისტორიისა"...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

georgekh13

სამწუხაროდ მე ერთი ეჭვი მაქვს.

ამ ადამიანის მოღVაწეობას ჩვენ შევისწავლით უკვე როგორც სხვა ქვეყნის შვილები.

არადამოუკიდებელი სახელმწიფოს სკოლებში.

ეს კაცი( სააკაშვილი), ყველა ჩვენს მტერს, ყველა სანუკვარ ოცნებას აუსრულებს.

და არანაირი საშველი არაა აქ. ერთადერთი თU ღმერთმა არ გადმოგვხედა ამ მისგან მიტოვებულ ქვეყანას.

არანაირი შანსი არაა სხვაგვარად...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთადერთი თU ღმერთმა არ გადმოგვხედა

-თქვენ ხომ გჯერათ, რომ მე გავფრინდები?

–არ მიფიქრია ბიძია ბაბუა მაგაზე.. ისე, ღმერთი თუ მოინდომებს, რა დოუდგება წინ?

–ღმერთი არ ვიცი მე როდის მოინდომებს ჩემს გაფრენას. ვერ დაველოდები!

:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_aloმე ის მიკვირს, კიდე რომ სჯერავს,

 

ვერ ვპოულობ, სადაა შაორის აღორძინებას რომ გვპირდებოდა 2007ში!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...