planetanews Posted March 16, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 16, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/12/Alasania-300x202.jpgგმირთა მოედანზე, დღეს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად დღეს ყვავილებით შეამკო და პატივი სცა, გარდაცლილთა ხსოვნას.“ომში დაღუპულთა ოჯახებისთვის სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სრული სოციალური გარანტიების მიცემა. ჩვენ თუ იმ ადამიანთა ოჯახები დავივიწყეთ, რომელთაც საკუთარი სიცოცხლე ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყნის გადარჩენას და მომავალს შესწირეს, თუ ამ ადამიანებისთვის არ გავაჩინეთ ღირსეული შრომისა და განათლების საშუალება, მაშინ იმ მეომრებსაც, რომლებიც დღესაც იბრძვიან ტერიტორიული მთლიანობისთვის, ექნებათ პრობლემები იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო მათ წინაშე იქნება პირნათელი და ვალდებულებებს შეასრულებს”, – განაცხადა ალასანიამ.შეგახსენებთ, რომ 1993 წელს 16 მარტს აფხაზეთის ომის დროს, ქართველებმა სოხუმზე იერიში მოიგერიეს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts