Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ვიდეორგოლების პრეზენტაცია გაიმართა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/vaSaze.jpegანტინარკოტიკული კამპანიის  ფარგლებში ვიდეორგოლების პრეზენტაცია გაიმართა. სადაც მთავარი  პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით  საყვარელიძემ და იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ ანტინარკოტიკული კამპანიის დეტალებზე ისაუბრეს.

„ანტინარკოტიკული კამპანია წარმატებით მიმდინარეობს და ნარკოტიკების მომხმარებლების  სერიოზული კლება შეინიშნება. დაახლოებით 5-ჯერ არის შემცირებული ნარკოტიკების მომხმარებლების რიცხვი, სახელმწიფო ანტინარკოტიკული კამპანიის მიზანია ნარკოდამოკიდებულების რეაბილიტაცია, რათა მათ არ ჩაიდინონ სხვადასხვა სახის სისხლის სამართლის დანაშაული და მოხდეს მათი ცხოვრების ნორმალურ რიტმში დაბრუნება” – განაცხადა დავით საყვარელიძემ.

მიუხედავად არსებული ვითარებისა, ნარკომანია კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება. სოციოლოგიური კვლევისას გამოკითხულთა 33% ნარკომანიას საზოგადოების ყველაზე დიდ პრობლემადაც კი მიიჩნევს. აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, მრავალი პროექტის განხორციელება იგეგმება, რაშიც აქტიურად იქნება ჩართული, როგორც სახელმწიფო ისე საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები.

გიორგი ვაშაძემ აღნიშნა,’’ახალ თაობას აღარ ემუქრება  ნარკომანიის სენი. სკოლის მოსწავლეების მიერ ნარკოტიკების მოხმარების ფაქტები აღარ ფიქსირდება. ამის მიუხედავად,  ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ერთიანი ძალებით უნდა ვიბრძოლოთ, რომ სამუდამოდ გავთავისუფლდეთ ამ სენისგან.”

მათივე თქმით, სახელმწიფო ანტინარკოტიკული კამპანიის მიზანია ნარკოდამოკიდებულების რეაბილიტაცია, რათა მათ არ ჩაიდინონ სხვადასხვა სახის სისხლის სამართლის დანაშაული და მოხდეს მათი ცხოვრების ნორმალურ რიტმში დაბრუნება.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...