planetanews Posted March 16, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 16, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/12/saskinin.jpgსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან ალექსანდრე კვიტაშვილთან ერთად, კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში შენობის საძირკველში კაფსულის ჩაშვებით, კიდევ ერთი ახალი სკოლის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.სოფელ ხოვლეში საჯარო სკოლის მშენებლობა ახალი სასწავლო წლისათვის დასრულდება. მშენებლობაზე სოფლის მკვიდრი 40-მდე ადამიანი დასაქმდება. ორსართულიანი შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება და უახლესი ტექნიკით აღიჭურვება. სკოლას პატრონაჟს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გაუწევს.სკოლების რეაბილიტაცია, ახალი სკოლების მშენებლობა და თანამედროვე ტექნიკით მათი აღჭურვა, პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. მომავალი სასწავლო წლისათვის დაგეგმილია 600-ზე მეტი სკოლის გარემონტება და 23 ახალი სკოლის აშენება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts