Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ნინო ბურჯანაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულებს პატივი მიაგო


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/nino.jpeg1993 წლის 16 მარტს სოხუმში შტურმის დროს დაღუპული გმირები მათი ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარდა პოლიტიკოსებმაც გაიხსენეს.

„ძალიან მძიმე და მტკივნეულია გუშინდელი და დღევანდელი დღე ყოველი ქართველისთვის, რადგან ბევრი ახალგაზრდა შეეწირა ამ ბრძოლებს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდები ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შესაძლებელია, რთული თუმცა შესაძლებელი. ეს ერთადერთი სწორი გზაა საქართველოს ერთიანობისა და დემოკრატიისთვის,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

„დღევანდელი დღე ისევ და ისევ გვახსენებს, აფხაზეთის ამბებს, როდესაც ჩვენმა ბიჭებმა კიდევ ერთხელ დაიცვეს თავისი საზღვრები და განდევნეს მტერი.  16 მარტს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შემოტევა იყო. მათ გმირულად იბრძოლეს, გმირულად დაიცვეს საკუთარი მიწა. ყოველ 16 მარტს ჩვენ ვიხსენიებთ ჩვენს მიცვალებულებს, არა მხოლოდ 16 მარტს არამედ აფხაზეთის და სამაჩალოს, და საერთოდ საქართველოს მთლინობისთვის ვინც თავი დადო,“ – აღნიშნა საინფორმაციო სააგენტო “ექსპრესნიუსთან” საუბრისას არქიმანდრიტმა ისააკმა, რომელიც გმირთა მოედანზე აფხაზეთის ომის დროს დაღუპულებს პატივი მიაგო.

„ჩვენ დაღუპულ ძმებს, ვეტერანები არ ვივიწყებთ, შეუძლებელია მათი დავიწყება, რადგან ყველაზე ლამაზი, ყველაზე ძვირფასი წლები შეწირეს სამშობლოს, საქართველოს ერთიანობას. დარწმუნებული ვარ, რომ ვიდრე ჩვენ ვიქნებით და საქართველოს ისტორია იარსებებს, ისინი ცოცხლები იქნებიან,“ – აღნიშნა ზურაბ შამუგიამ აფხაზეთის ომის დროს, მესამე ბრიგადის, პირველი ბატალიონის მეთაურმა.

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...