Jump to content
Planeta.Ge

ერორი- ზურაბ ჭიაბერაშვილმა ანდრია ურუშაძე შეცვალა


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg

 

საქართველოს ჯანდაცვის ახალი მინისტრი ჰყავს. ანდრია ურუშაძე თანამდებობაზე ზურაბ ჭიაბერაშვილმა შეცვალა. მთავრობაში საკადრო ცვლილებების შესახებ პირველი ოფიციალური განცხადება პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ზურაბ ჭიაბერაშვილი ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყნის მეექვსე ჯანდაცვის მინისტრია.

როგორც გილაურმა განაცხადა, სამთავრობო ცვლილებების შემდეგ ჯანდაცვის უკვე ყოფილი მინისტრი ანდრია ურუშაძე დედაქალაქის მერის მოადგილედ დაინიშნება, რომელიც კურირებას გაუწევს სოციალურ და ჯანდაცვის საკითხებს. ხოლო, რაც შეეხება ზურაბ ჭიაბერაშვილს, როგორც პრემიერმა განაცხადა, მისი მთავარი დანიშნულება სოციალური რეფორმების განხორციელება იქნება.

გილაურის განმარტებით, ჭიაბერაშვილი საკმაოდ კარგი მენეჯერია და ის თავისი საქმიანობით ჯანდაცვის სქემაში ამას კიდევ ერთხელ დაამტკიცებს და დაასრულებს იმ რეფორმებს, რომელიც ჯანდაცვის სექტორშია დაწყებული და იმავდროულად დაიწყებს რეფორმას სოციალური მიმართულებით.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ჯანდაცვა ხელმისაწვდომი უნდა იყოს მოსახლეობისთვის, როგორც ეკონომიკურად, ასევე სოციალურადაც. რაც შეეხება ჯანდაცვის უკვე ყოფილ მინისტრ ურუშაძეს, ის მადლობას უცხადებს პრემიერ-მინისტრს და იმ გუნდს, რომელთანაც წელიწადნახევრის განმავლობაში იმუშავა და აცხადებს, რომ ჯანდაცვის მიმართულებით მუშაობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

ჯანდაცვის ახალი მინისტრი კი პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველოში ჯანდაცვა მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...