Jump to content
Planeta.Ge

ერორი- წნორში ახალი სამედიცინო ცენტრი გაიხსნა


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/03_12/60278.jpg

 

ახალი სამედიცინო ცენტრით დღეიდან წნორის მოსახლეობას ისარგებლებს. 35-საწოლიანი თანამედროვე კლინიკა სადაზღვევო კომპანია "არქიმედეს გლობალ ჯორჯიამ" ააშენა. აქ 4 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო.

კლინიკა თანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი. საავადმყოფო მრავალპროფილურია.

მოქალაქეებს ყველა სახის სამედიცინო მომსახურებას მაღალკვალიფიციური ექიმები გაუწევენ. კლინიკაში 100 ადამიანია დასაქმებული.

საავადმყოფო დღეს პრეზიდენტმა დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივებსაც შეხვდა და სიტყვითაც მიმართა. ქვეყნის პირველმა პირმა რამდენიმე ახალ ინიციატივაზე ისაუბრა.

პრეზიდენტი სოფლის მეურნეობის განვითარებასაც შეეხო და წნორელებს ის ინიციატივაც გააცნო, რომელიც უახლოეს მომავალში შევა ძალაში. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქართული პროდუქცია დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდება.

მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი ახალ კლინიკაში მედპერსონალს შეხვდა. პრეზიდენტმა ის დროც გაიხსენა, როდესაც ექიმები ძველ შენობაში მუშაობდნენ.

ახალაშენებული კლინიკა მრავალპროფილურია. აქ ყველა სამედიცინო კაბინეტი ფუნქციონირებს, მათ შორის სტომატოლოგიურიც.

სახელმწიფო გეგმის მიეხდვით, 2013 წლამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით, 150 ახალი საავადმყოფო იმუშავებს.

დღესვე მიხეილ სააკაშვილმა მედპერსონალს მინისტრობის ახალი კანდიდატი ზურაბ ჭიაბერაშვილი წარუდგინა. საავადმყოფოს გახსნას ესწრებოდა ანდრია ურუშაძეც, რომლსაც პრეზიდენტმა გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...