planetanews Posted March 16, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 16, 2012 http://rustavi2.com/news_photos/03_12/60281.jpg საქართველოსთან მიმართებით რუსეთის პოლიტიკა იმ საკითხებს შორისაა, რომლებიც შეერთებული შტატების ინტერესებს ეწინააღმდეგება და ვაშინგტონი თავის პოზიციას ამაზე ყოველთვის ღიად გამოხატავს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა ვაშინგტონში, პოლიტიკურ ცენტრში გამოსვლისასა განაცხადა. მისი თქმით, შეერთებული შტატების რეაქცია დეკემბერში დუმის არჩევნების შემდეგაც საკმაოდ პრინციპული იყო, იქ გამოვლენილი დარღვევების გამო, თუმცა მაშინ რუსეთის ხელისუფლებას ეს არ მოეწონა.გორდონმა რუსეთთან დადებულ სავაჭრო შეზღუდვების ხელშეკრულებაზეც ისაუბრა და დასძინა, რომ მისი გაუქმებით პირველ რიგში ამერიკელი ბიზნესმენები ნახავენ სარგებელს, გარდა ამისა, `ჯექსონ-ვენიკის` სავაჭრო ხელშეკრულება წინააღმდეგობაში მოდის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესდებასთან, რომლის წევრიც რუსეთი მალე გახდება. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts