planetanews Posted March 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 15, 2012 http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg საქართველოს პრეზიდენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შვეიცარიაში, ვალეს კანტონში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ბელგიის 28 მოქალაქე, მათ შორის, 22 მცირეწლოვანი ემსხვერპლა. მიხეილ სააკაშვილი თანაუგრძნობს ბელგიელ ხალხს და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.`შეძრწუნებული ვარ იმ ტრაგედიით, რომელიც ბელგიელ ხალხს დაატყდა თავს. ამ მძიმე წუთებში მინდა ქართველი ხალხის სახელით თანადგომა გამოგიცხადოთ. მიიღეთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი. თანაგიგრძნობთ ყველა თქვენგანს, განსაკუთრებით კი დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს,`- ნათქვამია პრეზიდენტის წერილში, რომელიც სააკაშვილის ვებ-გვერდზეა განთავსებული. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts