Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ვესტერველე: გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას


Recommended Posts

"გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას", - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გუიდო ვესტერველემ ბრიფინგზე, რომელიც რამდენიმე წუთის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ქართველ კოლეგასთან ერთად გამართა.

მისი თქმით, ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ქართველი ჯარისკაცების ჩართულობა კარგი იმპულია იმისათვის, რომ 2012 წლის მაისის ჩიკაგოს სამიტზე წინ გადაიდგას ნაბიჯები საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის კუთხით.

"საქართველომ ბევრი რამ გააკეთა სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების თვალსაზრისით და ახლა იმედს ვიტოვებ, რომ ეს გზა გაგრძელდება არჩევნების შემდეგაც", - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მანვე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე. მისი თქმით, არსებობს საკითხები, რომლებშიც გერმანიისა და რუსეთის პოზიციები მკვეთრად განსხვავდება:

"ჩვენ მივესალმებით მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგის დაწყებას და ჟენევის მოლაპარაკებების ინტენსიურად გაგრძელებას", - აცხადებს ვესტერველი.

მისივე თქმით, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებასა და ასევე, მიესალმება ვიზების ლიბერალიზაციაზე მოლაპარაკების დაწყებას.

დღესვე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერებს - ირაკლი ალასანიასა და დავით უსუფაშვილს შეხვდება.

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...