Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - კვიტაშვილის ბოდიში სტუდენტებს [Video]


Recommended Posts

დღეს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დამოუკიდებელი სტუდენტების აქცია გაიმართა. სტუდენტები თვითმმართველობის წევრების მიერ ორი სტუდენტის ცემის ფაქტს აპროტესტებდნენ.

გუშინ თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სტუდენტური ბლოგის დამფუძნებლის, თორნიკე უსტარაშვილის მეგობრები– გიორგი კოპალეიშვილი და ზვიად მამფორია ცემეს. როგორც "ნეტგაზეთს" უსტარაშვილის მეგობრებმა განუცხადეს, ისინი „სტუდენტურ ბლოგზე“ გამოქვეყნებული თვითმმართველობის მამხილებელი ინფორმაციის გამო სცემეს. ზვიად მამფორია ამჟამად ღუდუშაურის საავადმყოფოშია მოტავსებული, მას ტვინის შერყევის გამო 10-დღიანი წოლითი რეჟიმი აქვს დანიშნული.

თორნიკე უსტარაშვილმა პატრული გამოიძახა, რის შემდეგაც საქმეში სამართალდამცველები ჩაერთნენ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს განცხადება გაავრცელა, რის მიხედვითაც, შსს მხოლოდ გამაფრთხილებელი ოქმის შედგენით შემოიფარგლა:

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაითვალისწინა რა ჩხუბში მონაწილეთა ასაკი, უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც შემოიფარგლა ახალგაზრდებისთვის გამამრთხილებელი ოქმის შედგენით. აღნიშნული ოქმით სტუდენტებს პოლიციამ მოუწოდა კანონიერებისა და მართლწესრიგისკენ და  გააფრთხილა ისინი, რომ ზემოაღნიშნული ფაქტის განმეორების შემთხვევაში პოლიცია მიმართავს კანონით გათვალისწინებულ უფრო მკაცრ ზომებს," - ასე გამოეხმაურა საქართველოს შინაგან სამინისტრო თბილისის სახელმწიფო უნივერსიოტეტში სტუდენტების ცემის ფაქტს.

დღევანდელ აქციაზე სტუდენტები მოითხოვდნენ, რომ უნივერიტეტის მხრიდან ადეკვატური ზომები მოჰყვეს აღნიშნულ ფაქტს და თვითმმართველობის წარმომადგენლებს, რომელთაც სტუდენტები ცემეს, შეუწყდეთ სტუდენტის სტატუსი. ამ მოთხოვნით ისინი უნივერსიტეტის რექტორთან, ალექსანდრე კვიტაშვილთან შეხვედრას მოითხოვდნენ.

აქციის წარმომადგნლებმა უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, დაცვის წინააღმდეგობის მიუხედავად, შესვლა შეძლეს. რამდენიმე წუთში აქციაზე შეკრებილ სტუდენტებთან ალექსანდრე კვიტაშვილი გამოვიდა, რომელმაც ბოდიში მოუხადა სტუდენტებს და პირობა დადო, რომ აღნიშნულ ფაქტს აუცილებლად მოყვება უნივერსიტეტის მხრიდან ადეკვატური პასუხი:

„როდესაც ზუსტად მეცოდინება, ვინ არის დამნაშავე, ის ზომები, რაც უნივერსიტეტის კოდექსითაა განსაზღვრული, აუცილებლად გატარდება, იქნება ეს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა, თუ გარიცხვა. ეს არ იქნება ისეთი შემთხვევა, რომელიც უბრალოდ ჩაივლის“.

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...