Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ისრაელი ჯვრის მონასტრის გადმოცემის საკითხში არ ჩაერევა


Recommended Posts

ისრაელის საგარეო ურთიერთბის პრეს–სამსახურში აცხადებენ, რომ  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ჯვრის მონასტრის გადაცემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების თაობაზე ისრაელის ხელისუფლებას აცნობა და ეს არ ყოფილა უკვე არსებული მოლაპარაკებების გაგრძელება. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო პორტალი “იზრუსი” ავრცელებს.

 

სააგენტოსთან საუბრისას ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, იგალ პალმორმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები დაიწყება არა ისრაელთან, არამედ იერუსალიმის საპატრიარქოს ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან:

 

“ისრაელი მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს, ჩვენ უბრალოდ საქმის კურსში ჩაგვაყენეს, ეს ხომ ჩვენი საკუთრება არ არის”, – განაცხადა პალმორმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მონასტერთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ ოფიციალურად მიაწოდა მათ ინფორმაცია.

 

დავით ბაქრაძე ისრაელში 12 მარტს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თავის კოლეგას, ქნესეთის სპიკერ რეუვენ რივლინს, ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს და საგარეო უწყების ხელმძღვანელს, ავიგდორ ლიბერმანს შეხვდა.

 

დავით ბაქრაძემ შეხვედრების შემდეგ განაცხადა, რომ ძირითადი მოლაპარაკებები იერუსალიმის საპატრიარქოსთან გაიმართება, თუმცა ისრაელის სახელმწიფოს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია:

 

“ამ სახელმწიფოს მთავრობის პოზიციას ბევრი რამის გადაწყვეტა შეუძლია როგორც პოზიტიურად, ისე - ნეგატიურად, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ისრაელის მთავრობა იყოს ინფორმირებული და მხარს უჭერდეს ამ პროცესს, სწორედ ამ თემებზე ვისაუბრეთ. მე მგონი, მინისტრის მხრიდან რეაქცია იყო ძალიან დადებითი და მან აღნიშნა, რომ საკუთარი კომპეტენციის და მანდატის ფარგლებში მზად იქნება დაგვეხმაროს, რომ მოძებნილი იქნას ყველა მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილება”,– აღნიშნა ბაქრაძემ

 

შეგახსენებთ, ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის დაბრუნების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 25 თებერვალს განაცხადა, ისრაელის პატრიარქი და ხელისუფლება კი ბაქრაძის ვიზიტამდე რაიმე სახის მოლაპარაკების არსებობას უარყოფს.

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...