planetanews Posted March 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 15, 2012 "საქართველოს კონტროლის პალატიდან საქართველოს შს სამინისტროს შესაბამის რაიონულ სამმართველოებში გადაიგზავნა მასალები, საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურში მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების პროცესში განმარტების მისაცემად დაბარებული ცალკეული პირების გამოუცხადებლობისა და, შესაბამისად, ჩვენების მიცემაზე უარის თქმის შესახებ.აღნიშნული მასალების საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართულის კოდექსის 3482 -ე მუხლით დაწყებულია გამოძიება, რომლის ფარგლებში ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი პირების დაკითხვა მოწმის სახით", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ქობულეთში, ფოთსა და კასპში დღეს რამდენიმე მოქალაქე გამოძახებული იქნა პოლიციის ადგილობრივ სამმართველოებში. პოლიციამ ის ადამიანები გამოიძახა, რომლებმაც 11 მარტს მიიღეს კონტროლის პალატის უწყებები და რომლითაც ისინი ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს ადგილობრივი გამგეობების შენობაში. თუმცა რამდენიმე მათგანმა კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსს, ნათია მოგელაძეს მიმართა წერილობით, რომ განემარტათ მათთვის, თუ რა საქმის მასალების მიხედვით იყვნენ ისინი დაბარებულები ახსნა-განმარტების მისაცემად. მოგელაძისგან მათ პასუხი არ მიუღიათ, დღეს კი რამდენიმე მათგანი პოლიციაში დაიბარეს მოწმის სტატუსით დასაკითხად. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts