Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - აშშ-ს ელჩი საქართველოში კონტროლის პალატის აქტივობების შესახებ


Recommended Posts

/get_img?ImageId=511

აშშ-ს ელჩი საქართველოში, ჯონ ბასი ფეისბუქზე გამოეხმაურა საქართველოში კონტროლის პალატის ბოლოდროინდელი აქტივობების გარშემო წარმოქმნილ სადაო საკითხებს.

"ფინანსებთან დაკავშირებული კანონმდებლობის ამოქმედების კუთხით ნათელი სახელმძღვანელო პრინციპების უქონლობა ვერ გაზრდის ამ ინსტიტუტისადმი საზოგადოების ნდობასა და ვერ უზრუნველყოფს კონკურენტული საარჩევნო გარემოს შექმნას," - ასეთია ჯონ ბასის შეფასება.

შეგახსენებთ, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შესული ცვლილებების შედეგად კონტროლის პალატა აწარმოებს პოლიტიკური გაერთიანებებისა და მათთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირების მონიტორინგს, თუმცა ჯერ-ჯერობით სანქციებს აღნიშნული უწყება მხოლოდ "ქართული ოცნებისა" და მისი მხარდამჭერების მიმართ იყენებს.

11 მარტს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქალაქეები მასობრივად დაიბარეს კონტროლის პალატის წარმომადგენლებმა ახსნა-განმარტების მისაცემად. ისინი, ვინც არ გამოცხადდნენ ახსნა-განმარტებისთვის, გუშინ შს სამმართველოებში დაიბარეს დასაკითხად.

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...