Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - პოლიციელებმა ქუთაისელ "რესპუბლიკელებს" გუშინ ღამით მიაკითხეს დასაკითხად


Recommended Posts

ქუთაისში "რესპუბლიკური პარტიის" 6 წევრი და ოფისის ხელმძღვანელი პოლიციის გამომძიებელთან არიან დაბარებულები.

ნინო მდივნიშვილი, თამთა სვანიძე, ბესიკ ჩიტორელიძე, ბენია მეფარიშვილი, თინა და თეა სიგუები, თეონა ქათამაძე - ამ ადამიანებს გუშინ, საღამოს 10 საათზე, შინ მიაკითხეს სამართალდამცავებმა პოლიციაში წასაყვანად.

“რესპუბლიკური პარტიის” ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ნატო ქათამაძის თქმით, გუშინ, 4 საათზე, ნინო მდივნიშვილს  სამართალდამცავებმა მიაკითხეს და ყოველგვარი წერილისა და საბუთის გარეშე პოლიციის სამმართველოში მიჰყავდათ.

"როდესაც მე ვუთხარი მათ, რომ არ ჰქონდათ უფლება წაეყვანათ ეს ხალხი, ყოველგვარი წერილის გარეშე, მაშინ, ალბათ, იფიქრეს, რომ მოდით, ნატო ქათამაძე გავაჩუმოთო, გავაკეთოთ ეს წერილიო და წერილით მოადგენ უკვე ღამის 10 საათზე თეონას. წერილში ეწერა, რომ მდივნიშვილი 16 მარტს, 11 საათზე იყო დაბარებული, მაშინ მე ვკითხე სამართალდამცავებს, თუკი თეონა ხვალ დილით არის დაბარებული გამომძიებელთან, რაც წერილშიც წერია, დღეს რატომ მიგყავთქო და მიპასუხეს, იცით, რაო, შეიძლება ხვალ არ ეცალოს და ჩვენ წავიყვანთ დღეს მანქანით და ჩვენვე მოვიყვანთო".

ამ საუბრის შემდეგ, როგორც ნატო ქათამაძემ თქვა, თბილისში დარეკა "რესპუბლიკელებთან".

"არ ვიცი თბილისმა თავისი არხები როგორ გამოიყენა, მაგრმ ფაქტია, რომ მალევე პოლიციელებს ტელეფონზე დაურეკეს და უთხრეს, რომ წერილები არ ჩააბაროთ, წამოიღეთ უკანვეო. თუმცა მე მაინც დავიტოვე ჩემი, სიგუას აღარ დაუტოვა წერილი. ამის შემდეგ თამთა სვანიძეს, ბესიკ ჩიტორელიძეს, ბენია მეფარიშვილს მიაკითხეს სახლში. მოვასწარი და თამთა თავისი წერილით წამოვიყვანე ჩემთან სახლში. ბესიკ ჩიტორელიძეს არ დაუტოვეს წერილი, ხოლო ბენია მეფარიშვილთან მისულმა სამართალდამცავებმა წერილი დახიეს და ისე დაბრუნდნენ უკან."

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...