planetanews Posted March 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 15, 2012 http://saqinform.ge/images/stories/analitics/1milocva.jpgსაინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტო „საქინფორმმა“ და მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა 5 მარტს, დილით, ვლადიმერ პუტინს გაპრეზიდენტება მიულოცეს. ცხადია, ამ ფაქტმა საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ამიტომ დღეს „ასავალ-დასავალის“ სტუმარია „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი.<span style="font-size: 10pt;" />– დიახ, მე მივულოცე პუტინს პრეზიდენტობა და ამით პრეზიდენტ სააკაშვილის გასაკეთებელი გავაკეთე. ალბათ, საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბევრს გაიღებდა, რომ მსოფლიო ლიდერების, მათ შორის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის მსგავსად, პუტინისთვის მიელოცა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მილოცვა – ჩვეულებრივი კულტურის და პოლიტიკური ეთიკის ამბავია, როგორც, სხვათაშორის, სამძიმარი: საქართველოს პრეზიდენტი 2008 წლის 5 დეკემბერს რუსეთის პატრიარქ ალექსი მეორეს დაკრძალვაზე რომ წასულიყო ან, უბრალოდ, სამძიმარი გაეგზავნა, იქნებ დღეს რუსულ-ქართული ურთიერთობები მოგვარებულიც ყოფილიყო! ცხადია, მილოცვის შემდეგ ჩემი მისამართით იყო შეურაცხმყოფელი კომენტარი სოცქსელებში და ადგილობრივ ინტერნეტფორუმებზე. თუმცა იმ ადამიანების რიცხვი ბევრად ჭარბობდა, ვინც ჩემსავით ფიქრობს. საქინფორმი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts