Jump to content
Planeta.Ge

ნოდარ დუმბაძე


Recommended Posts

ნოდარ ვლადიმერის ძე დუმბაძე დაიბადა 1928 წლის 14 ივლისს ქალაქ თბილისში. მამა - ვლადიმერ ივანეს ძე დუმბაძე საქართველოს კპ, პარტიის მაიაკოვსკის რაიკრმის პირველი მდივანი, დედა - ანა ივანეს ას. ბახტაძე - დიასახლისი. ქალაქ თბილისის მე-15 სკოლის მოსწავლე ნოდარ დუმბაძე საცხოვრებლად გადავიდა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში ბებიასთან და პაპასთან. 1945 წელს ნოდარ დუმბაძემ დაასრულა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავის საშუალო სკოლა და თბილისს დაბრუნდა სწავლის გასაგრძელებლად. შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე, რომელიც 1950 წელს დაამთავრა. 1967-72 წლებში იყო ჟურნალის "ნიანგი" რედაქტორი. 1972 წლიდან საქ. მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი და სსრკ მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი. ჟურნალის "მოლოდაია გვარდია" სარედაქციო კოლეგიის წევრი. 1950 წლიდან ნ. დუმბაძის ლექსები და იუმორისტული მოთხრობები სისტემატურად იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. მოთხრობების პირველი კრებული "სოფლელი ბიჭი" გამოქვეყნდა 1960 წელს. მწერალს აღიარება მოუპოვა პირველივე რომანებმა: "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" (1960) და "მე ვხედავ მზეს" (1962). ნოდარ დუმბაძის რომანებისა ("მზიანი ღამე" (1967), "ნუ გეშინია, დედა!" (1971), "თეთრი ბაირაღები" (1973) და მოთხრობებისათვის 1975 წელს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემია.

 

ნაწარმოებების ნათელმა ოპტიმიზმა, თანამედროვე ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენების ღრმა წვდომამ, თხრობის ლირიზმმა და განუმეორებელმა იუმორმა განაპირობა მწერლის პოპულარობა - როგორც ჩვენში, ისე საზღვარგარეთ. დუმბაძის თხზულებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, მოლდავურ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ, პოლონურ, იაპონურ, თურქულ, არაბულ და სხვა ენებზე. დუმბაძის ოთხივე რომანი გადაკეთდა პიესებად. დაიდგა ქართულ, სხვა რესპუბლიკებისა და უცხო ქვეყნების სცენებზე. გადაღებულია კინო-ფილმები: "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" (1962 წ. რეჟისორი თ. აბულაძე), "მე ვხედავ მზეს" (1965 წ. რეჟ. ლ. ღოღობერიძე), "გზა მშვიდობისა, ჯაყო!", "ნუ გეშინია, დედა!" (1972 წ. რეჟ. მ. კოკოჩაშვილი). ნ. დუმბაძეს ეკუთვნის ლექსებისა და მოთხრობების რამდენიმე კრებული. დაჯილდოებული იყო საპატიო ნიშნის ორდენებითა და მედლებით. გარდაიცვალა 1983 წელს. დაკრძალულია ქ. თბილისში, საბავშვო ქალაქ "მზიურში".

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი უსაყვარლესი მწერალი და ადამიანი რავი დუმბაძეს რომ ვკითხულობდი არვიცი რას ვგრძნობდი

მწერალი რომელიც თავის ყველანაირ გრძნობას აქსოვდა ნაწერში

ყველაზე მგრძნობიარე და ლამაზი მწერალი :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო თათ ჰელადოსი იმდენჯერ წავიკითხე რო თვალები დამეთხარა შემიძლია დაუსრულებლად ვიკითხო... არ მბეზრდება
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებიდან წაკითხული მაქვს:

 

"მე, ბებია , ილიკო და ილარიონი"

"მე ვხედავ მზეს"

"მზიანი ღამე"

"კუკარაჩა"

"Hellados"

"გიგილო"

"მარადისობის კანონი"

"თეთრი ბაირაღები"

 

და სხვა მრავალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:) მე ვხედავ მზეს რომ წავიკითხე და მოვრჩი რავი რა გრძნობა იყო მაგარი :)

მეც არ მბეზრდება არასდროს დუმბაძე... ყველა ნაწარმოები ყოველთვის ჩემი იყო დუმბაძის როცა ვკითხულობდი იმენა იქ ვიყავი და ჩემი იყო... :D ასეთი გრძნობა მარტო დუმბაძეზე მაქვს დოჩანაშვილზე და ჯავახიშვილზე... მეტზე არავიზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებიდან წაკითხული მაქვს:

 

"მე, ბებია , ილიკო და ილარიონი"

"მე ვხედავ მზეს"

"მზიანი ღამე"

"კუკარაჩა"

"Hellados"

"გიგილო"

"მარადისობის კანონი"

"თეთრი ბაირაღები"

 

და სხვა მრავალი

მე მგონი ამ კაცმა აქ ჩემი სათქმელი მთლიანად თქვა (იმ წიგნების ჩამოთვლით რაც დაუწერია) უდიდესი ადამიანი იყო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...
როცა წავიკითხე, ხელოვნური მომეჩვენა

:blink: არდა პირიქით ყველაფერი, ბუნებრივი უბრალო და თბილია...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 weeks later...
საფლავი ვერ ვიპოვე მზიურში :user: სადაა?

სად არის და სცენამდე არუნდა ჩახვიდე პირდაპირ რომ ჩახვალ იქვეა მაღალ ადგილზე... აუ როგორ ავხსნა...

არც ჩანს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 months later...

ბებიაშენმა თუ იცის მაი?

თუ არ იცის არ უთხრა მისი გაჭირვება ეყო :papa: ფა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი ყველზე საყვარლეი მწერალლი იყო გავშვობაში

მე, ბებია ილოიკო და ილარიონი ზალიან მაგარი რაღაცაა

და არა მარტო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 11 months later...

ისი იცით რომ დუმბაძე როცა ნაწარმოებებს წერდა (იუმორისტულს) მტელი ხმის ხარხარებდა ხოლმე :user: შემოვევლე უნიჭიერესი კაცი იყო :user:

 

მისი ,,მე ბებია ილიკო და ილარიონი'' ხომ საერტოდ შეუდარებელია.

 

ბავშვობაში მაქვს მისი ნაწარმოებები წაკიტხული და მართლაი გიტხრათ ბევრი არც მახსოვს :)(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...