planetanews Posted March 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 15, 2012 განათლების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის მიერ გამოცემული უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის ხელშეწყობის შესახებ N453 ბრძანება, გიორგი ცაგარეიშვილმა დღეს ჟურნალისტებს წარუდგინა.ბრძანების თანახმად, პირი რომელიც სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე არ დარეგისტრირდება ან საქართველოს განათლების მინისტრის მიერ დადგენილი სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის მოპოვებისათვის საჭირო საგნებში დადებით შეფასებას ვერ მიიღებს, მაგრამ სურს სწავლა უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გააგრძელოს, მათთვის სპეციალური სერიის მქონე სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გაიცემა. თუმცა, ამ დოკუმენტის მფლობელი საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებში სწავლის უფლებით ვერ ისარგებლებს.გიორგი ცაგარეიშვილის შეფასებით, მინისტრის მიერ გამოცემული ეს ბრძანება ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 35-ე მუხლს და "ზოგადი განათლების შესახებ" კანონის მე-6 მუხლს. გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, ბრძანებაში ნახსენები "სპეციალური სერიის მქონე ატესტატის" ცნება საქართველოს კანონმდებლობაში საერთოდ არ არსებობს. როგორც მან ჟურნალისტებს განუმარტა, სამინისტრომ 600–მდე მსგავსი სამართლებრივი აქტი უკვე გასცა. შესაბამისად, ამდენივე ახალგაზრდა სწავლის გასაგრძელებლად უცხოეთშია წასული. დეპუტატი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართავს იმ ახალგაზრდების სრული სია გამოაქვეყნოს, რომლებმაც ასეთი ატესტატები აიღეს. ამასთან, იგი დიმიტრი შაშკინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით მთავარ პროკურარტურას მიმართავს. სრულად ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts