planetanews Posted March 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 15, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/sasjelar-300x199.jpgქსნის №15 დაწესებულებასთან საზოგადოებრივი მისაღების მშენებლობა დაიწყო,რომელიც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს 2012 წლის 10 პრიორიტეტული მიმართულების ფარგლებში ხორციელდება.სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ახალ საზოგადოებრივ მისაღებში ვიზიტორებისთვის შეიქმნება კომფორტული გარემო, გამარტივდება პროცედურული საკითხები, ამოქმედდება სწრაფი, სრულყოფილი და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისი.ასევე, მოქალაქეებს მაღალკვალიფიციური საზოგადოებრივი კონსულტანტები მოემსახურებიან, რომლებმაც რამდენიმე ეტაპიანი სპეციალური მომზადების პროგრამა გაიარეს.საზოგადოებრივი მისაღებში შესაძლებელია მსჯავრდებულთან პაემანზე წინასწარი რეგისტრაცია, საჭირო ინფორმაციის და კონსულტაციის მიღება,ასევე განცხადების ჩაბარება. დამატებითი სერვისის სახით ვიზიტორებისათვის უფასო იურიდიული კონსულტაცია, საბანკო სერვისი, უფასო ინტერნეტი და საბავშვო კუთხეა გათვალისწინებული.პირველი საზოგადოებრივი მისაღები გლდანის №8 და №18 დაწესებულებებთან გაიხსნა, ეტაპობრივად კი სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებასთან ამოქმედდება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts