planetanews Posted March 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 15, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/erovnuli-banki3_200_200-300x300.jpgსაქართველოს ეროვნულმა ბანკმა სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორს მენო სნელს უმასპინძლა.რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდში საქართველოს წარმომადგენელია.ეროვნული ბანკის ინფორმაციით ვიზიტის მიზანი საბანკო სექტორში არსებული ვითარებისა და მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების გაცნობა იყო. ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან გიორგი ქადაგიძესთან და ფინანსთა მინისტრ დიმიტრი გვინდაძესთან. ბიზნესის განვითარების კუთხით არსებული სიტუაციის შესასწავლად მენო სნელი შეხვდა ასევე კომერციული ბანკების წარმომადგენლებსაც. საქართველოში ყოფნისას სტუმარი ეწვია შსს მომსახურების სააგენტოს და გაეცნო რუსთავის იუსტიციის სახლის ინოვაციურ სერვისებს.„საქართველომ შემოგვთავაზა 2013 წელს უმასპინძლოს ნიდერლანდების ჯგუფის წევრთა შეხვედრას. ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ეს შეთავაზება, პირადად მე მხარს დავუჭერ აღნიშნულ ინიციატივას“,- განაცხადა მენო სნელმა.მისივე თქმით, მართალია სავალუტო ფონდის მორიგი პროგრამა მხოლოდ მხარდამჭერ ხასიათს ატარებს, მაგრამ ძალზედ მნიშვნელოვანია ინვესტორებისათვის ნდობის განმტკიცების თვალსაზრისით, რაც ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს წარმატებული ეკონომიკური კურსის გაგძელებას. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts