planetanews Posted March 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 15, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/ivanisvili2-300x199.jpg„კონტროლის პალატა ახალ პროკურატურად გარდაიქმნა და სიმძაფრეში პროკურატურას ეჯიბრება”,- ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გამართული დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გააკეთა.პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, კონტროლის პალატის მიერ “ქართული ოცნების” აქტივისტებისთვის ახსნა-განმარტების მასობრივად ჩამორთმევა, კოალიციის წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო ქმედებაა.ივანიშვილის განმარტებითვე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან დღევანდელი შეხვედრის მიზანი, სწორედ კონტროლის პალატის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებებია.“ჩვენმა ხელისუფლებამ დაივიწყა, რომ ქვეყანაში არსებობს კანონი. სამართალს ანგარიშს აღარ უწევს და ჩვენი კოალიციის წინააღმდეგ ძალიან ბევრ უკანონო ქმედებას ახორციელებს. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გავაცანით ის სიტუაცია, რომელიც ქვეყანაში ბოლო დროს განვითარდა, კერძოდ ის ფაქტი, რომ ასეულობით მოქალაქეს იბარებენ, უწყობენ მათ გაუგებარ დაკითხვას; კონტროლის პალატა ახალ პროკურატურად გარდაიქმნა და სიმძაფრეში პროკურატურას ეჯიბრება”, – განაცხადა ივანიშვილმა.კოალიციის ლიდერმა მოუწოდა ხელისუფლებას, რომ პატივი სცეს კანონს, სამართალს,რადგან მათ ჩადენილ ქმედებებზე პასუხისგება მოუწევთ.მისივე შეფასებით, დიპლომატებს ამ ეტაპზე განცხადებები არ გაუკეთებიათ და მხოლოდ ინფორმაცია მიიღეს და აქვე დასძინა, რომ „ისინი თავიანთ სახელმწიფოებს ინფორმაციას მიაწვდიან და ალბათ რეაქცია იქნება მოგვიანებით”, იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts