Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი” –ს -”112″-ის მომსახურების საფასურის, ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელი შეაქვს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/news_1072-263x300.jpgარასამთავრობო ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი” თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს. ორგანიზაცია ასაჩივრებს საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წლის 27 დეკემბრის გამოცემულ #489 დადგენილებას  “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის -”112″-ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ” და მის ბათილად ცნობას ითხოვს.

 

როგორც „ექსპრესნიუსს“ ორგანიზაციიდან აცნობეს, იმისათვის, რომ ნორმატიული აქტი ჩაითვალოს კანონიერად, იგი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მოქმედ კანონმდებლობას, მათ შორის კონსტიტუციის ნორმებს.

 

„აღნიშნულ შეთხვევაში სადავო ნორმატიული აქტი ეწინააღმდეგება მნიშვნელოვან კონსტიტუციურ პრინციპებს, კერძოდ,  თანასწორობის ძირითად უფლებას, რომლებიც აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 38-ე მუხლებით, ასევე ევროპის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-12 დამატებითი ოქმით.

 

მთავრობის დადგენილების სადავო პუნქტი არათანასწორ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს მოქალაქეებს, რადგანაც “112″-ს მომსახურების საფასურის გადახდა ეკისრებათ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც ფლობენ მობილურ ტელეფონებს და თვის განმავლობაში სატელეკომუნიკაციო მომსახურების შესაძენად ხარჯავენ 5 ლარზე მეტს.“–ნათქვამია უფლებადაცვითი ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

„24–ე მუხლს“ მიაჩნია, რომ კონსტიტუცია არ მოითხოვს ყოვლისმომცველ, ტოტალურ გათანაბრებას, ის მხოლოდ მოითხოვს, რომ ადამიანთა ჯგუფებს შორის დიფერენცირება შეესაბამებოდეს მათ შორის რეალურ განსხვავებას და არ უნდა იწვევდეს მნიშვნელოვნად თანასწორთა მიმართ არათანასწორ მოპყრობას.

 

„თავისთავად ჩანს, რომ ამ შემთხვევაში ადამიანთა ჯგუფების  დიფერენცირების ისეთი კრიტერიუმი, როგორიცაა მობილური ტელეფონით სარგებლობა და თვის განმავლობაში მობილური ოპერატორის მომსახურებაში დახარჯული თანხის ოდენობა, არაგონივრულია, რადგანაც მობილური ტელეფონით სარგებლობა არ ნიშნავს იმას, რომ მობილურის მფლობელი უფრო მეტად საჭიროებს 112-ის დახმარებას, ვიდრე ადამიანი, რომელსაც არ აქვს ტელეფონი ან საუბრისას მომჭირნედ ხარჯავს თანხებს. ვერ ვიტყვით რომ ამ ადამიანებს “112″-ს არსებობის გამო რაიმე უპირატესობა ექნებათ ან უკეთ იქნებიან დაცულები.“–ნათქვამია განცხადებაში.

 

ორგანიზაციის აზრით, გარდა  თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპისა, დადგენილების სადავო მუხლები გაუმართლებლად ლახავს საკუთრების უფლებასაც.

 

მიუღებელი მომსახურებისათვის საფასურის გადახდის დავალდებულება კი მნიშვნელოვნად ზღუდავს საკუთრების უფლებას, რადგანაც პირის მიერ გადახდილი თანხა ირიცხება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ანგარიშზე, ეს მოქმედება კი არაფრით განსხვავდება სახელმწიფოს მხრიდან საკუთრების ჩამორთმევისაგან.

 

,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი ითხოვს” საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე მოხდეს 2011 წლის 27 დეკემბრის საქართველოს მთავრობის #489 დადგენილების ბათილად ცნობას.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...