planetanews Posted March 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 15, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/gexaba2-300x199.jpgკამპანია‘’ეს შენ გეხებას“ შეფასებით, კონტროლის პალატა თავის საქმიანობას გასცდა.ამის შესახებ განცხადება დღეს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენელმა ნინო ლობჟარიამ განაცხადა.„ჟურნალისტები ვერ ახერხებდნენ თავიანთი პროფესიული საქმიანობის შესრულებას. მათ არ უშვებენ დაკითხვის ოთახში.ასევე პრობლემები ექმნებათ ადვოკატებს მუშაბაში“, – აღნიშნა ლობჟარიამ. მისივე თქმით, მოქალაქეებისთვის მიყენებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურცხყოფის ფაქტები შიშს დანერგავს პოლიტიკურ და სამოქალაქო აქტივობაში ჩართულობაში,ასევე კიდევ უფრო დაამძიმებს წინასაარჩევნო გარემოს ქვეყანაში.კამპანია უარყოფითად აფასებს კონტროლის პალატის მიერ მოქალაქების ახსნა -განმარტების პროცესში განხორციელებულ ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ზექოლას,დაშინებისა და მუქარის ფაქტებს.პრესკომფერენციაზე წარმოადგინეს სხვადასხვა ადგილობრივი მედია სამსახურებიდან მოწოდებული ინტერვიუები,სადაც მოქალაქეები საუბრობდნენ დაკითხვის დეტალებზე. რეგიონული მედიის ინფორმაციით, ოზურგეთში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ აქტივისტს იური წათაძეს ფანჯრის გაღება და გადახტომა, შემდეგ ტანსაცმლის გახდა მოსთხოვეს.კონტროლის პალატატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური 4 დღის განმავლობაში რეგიონებში ახორციელებს დაკითხვას სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიის წევრების.დაკითხულითა რაოდენობამ 150 მოქალაქეს გადააჭარბა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts