planetanews Posted March 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 15, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/dizaineri-300x199.jpgდიზაინის საერთაშორისო სკოლა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე ამოქმედდება.სკოლა ერთადერთი იქნება კავკასიის რეგიონში და ნიჭიერ ახალგაზრდებს სხვადასხვა მიმართულებების დიზაინერებად მოამზადებს.განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლას პატრონაჟს პოპულარული ავტომობილებისმარკის დიზაინერი ჯორჯეტო ჯუჯარო გაუწევს.სამინისტროს ცნობითვე, ჯორჯეტო ჯუჯარო თავის შვილთან, ასევე ცნობილ იტალიელ სამრეწველო დიზაინერთან ფაბრიციო ჯუჯაროსთან და დოქტორ ჯანკარლო პერინისთან ერთად,უკვე საქართველოში იმყოფება.საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იტალიელმა დიზაინერებმა საერთაშორისო დიზაინის სკოლის კონცეფცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან დიმიტრი შაშკინთან ერთად, ცნობილ ქართველ არქიტექტორებს, იტალიის ელჩს საქართველოში ფედერიკა ფავის, ასევე, საფრანგეთის, გერმანიის, ინგლისის ელჩებს, საქართველოს საბანკო სისტემის წარმომადგენლებსა და სხვა საპატიო სტუმრებს წარუდგინეს.ფაბრიციო ჯუჯარო ბათუმში პროექტს “მწვანე ბათუმი – 2020” ახორციელებს. ასევედღეს, მოხდა ამ პროექტის პრეზენტაცია და ფაბრიციო ჯუჯაროსათვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის (ჰონორის კაუზა) წოდების მინიჭება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts