planetanews Posted March 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 15, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/davitaia-300x199.jpgპარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე პაატა დავითაიამ ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.დავითაიამ 1993 წლის 15-16 მარტს სოხუმთან ბრძოლაში დაღუპული ქართველი მებრძოლები გაიხსენა.ასევე მათი სულების უკვდავსაყოფად მარადიულ ცეცხლთან სანთლები დაანთო.“1993 წლის 15-16 მარტი ქართული ჯარის გამარჯვების დღეა. ამ დღეს ქართველმა მებრძოლებმა ტამიშთან გადმოსხმული რუსული დესანტის დიდი შემოტევა მოიგერია, რომლებიც ქალაქ სოხუმის აღებას აპირებდნენ. ჩვენ ყოველ წელს ვიკრიბებით და ვიხსენებთ იმ გმირებს, ვინც თავი დადო ამ მძიმე ბრძოლაში და მტრის შემოტევა აღკვეთა”, – განაცხადა პაატა დავითაიამ.ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი “ევროპელი დემოკრატების” წევრებმა და ვეტერანმა მებრძოლებმაც მიაგეს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts