planetanews Posted March 14, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 14, 2012 http://rustavi2.com/news_photos/03_12/60268.jpg ლავროვის განცხადებას საქართველოს საგარეო უწყება გამოეხმაურა. რუს დიპლომატს გრიგოლ ვაშაძემ უპასუხა. მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია ქართულ მხარეს რუსეთის საგარეო უწყების პირით სთავაზობს, რომ საქართველო დათანხმდეს ირიბ აღიარებაზე იმისა, რასაც რუსეთის ხელისუფლება ახალ რეალობას უწოდებს. ვაშაძის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები სრულიად დაუშვებელი ტონით თავს უფლებას აძლევენ, ისაუბრონ ქართველი ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტზე.„ეს სისუსტის და იმის ნიშანია, რომ თემატურად საგანზე, ჩვენს პრობლემებზე რუსეთის ფედერაცია ვერ გვედავება. როდესაც კამათში მონაწილე რომელიმე მხარე სუსტი ოპონენტია, როგორც წესი, ის გადადის პიროვნებებზე. საქართველოს არც ერთ თანამდებობის პირს არასოდეს თავისი თავისთვის არ მიუცია იმის უფლება, რომ ასეთი ტონალობით ელაპარაკა რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელებზე. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ, ვაკრიტიკებთ მათ პოლიტიკას და არასოდეს გადავდივართ პიროვნებებზე," - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.აღნიშნულ საკითხზე კომენტარები გააკეთეს პარლამენტის წევრებმაც. "მინდა შეგახსენოთ, რომ კანონი ოკუპაციის შესახებ, - ეს არის ევროსაბჭოში, ვენეციის კომისიაში, ყველა ევროპელ ექსპერტთან გავლილი კანონი; ეს არის ყველა იმ გამოცდილებაზე დაფუძნებული კანონი, რაც ევროპაში არსებობდა ასეთი პროცესებიდან გამომდინარე. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ საქართველო ღიაა რუსეთის ყველა მოქალაქისთვის, რომელმაც არ დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა და ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა. როგორც საფრანგეთში ვერ შევა ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც დარღვეული აქვს საფრანგეთის კანონმდებლობა, ან ამერიკაში ვერ შევა სხვა ქვეყნის მოქალაქე, თუ დარღვეული აქვს ამერიკის კანონმდებლობა, ასევე ვერ შემოვა, მაგრამ აქ ლაპარაკია რამდენიმე ასეულ, ან შეიძლება რამდენიმე ადამიანზე," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მიხეილ მაჭავარიანმა."კიდევ უფრო დიდი ცინიზმია, როდესაც ორ დამოუკიდებელ სუვერენულ სახელმწიფოს შორის სამხედრო თანამშრომლობა აღიზიანებს მესამე ქვეყანას. ჩვენი სამხედრო თანამშრომლობა აშშ-სთან არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ, ეს არის მიმართული საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და სუვერენტიტეტის განმტკიცებისაკენ. მეორეც, - რუსეთია სწორედ ის მხარე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო სამხედრო წვრთნას ატარებს; რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე აიარაღებს სეპარატისტულ რეჟიმებს და სეპარატისტულ რეჟიმებთან ერთად, ატარებს ეთნიკურ წმენდას. შესაბამისად, მილიტარიზაციისა და სამხედრო საფრთხის სხვაგან ძებნა არის მართლაც ძალიან ცინიკური გამოვლინება რუსული იმპერიული პოლიტიკისა," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი გაბაშვილმა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს რუსეთის სათათბიროში განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა გააუქმოს სავიზო რეჟიმი საქართველოსთან, თუ თბილისი შეცვლის კანონს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ". რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთი საქართველოსგან კანონის იმ მუხლის შეცვლას ითხოვს, რომლის თანახმადაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩასული პირები სისხლის სამართლებრივ დევნას ექვემდებარებიან. მისივე განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ, უნდა განიხილებოდეს იმ ყველაფრის კონტექსტში, რასაც საქართველო რუსეთის მისამართით აკეთებს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts