Jump to content
Planeta.Ge

ერორი- ბაქრაძე ისრაელის პრემიერ-მინისტრს შეხვდა


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/03_12/60269.jpg

 

დავით ბაქრაძე ისრაელის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ორი ქვეყნის ურთიერთობებში არსებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს; ისაუბრეს პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობის საკითხებზე.

დავით ბაქრაძე ისრაელში კნესეთის თავმჯდომარის პირადი მიწვევით იმყოფება.

ბაქრაძეს თელ-ავივში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს და სხდომაზე მიიწვიეს. ისრაელის ქნესეთში საქართველოს ჰიმნი აჟღერდა. სწორედ აქ გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ მთავარი პოლიტიკური განცხადებები. დავით ბაქრაძემ ისრაელი - საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკური ურთიერთობებზე ისაუბრა.

მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა სხდომაზე ქნესეთის თავმჯდომარემაც. საკუთარ გამოსვლაში, მან ახსენა ჯვრის მონასტერი, საქართველო-ისრაელის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა და ორი ქვეყნის ხელისუფლებებს შორის არსებული მნიშვნელოვანი პოლიტიკური ურთიერთობა.

"არც ისე შორს აქედან, ხეობაში, რომელიც ჯვრის ხეობის სახელწოდებითაა ცნობილი, ცხოვრობდა ქართველი პოეტი შოთა რუსთაველი და შესაძლოა, სწორედ აქ წერდა თავის ეპიკურ პოემა "ვეფხისტყაოსანს". ძვირფასო სტუმრებო, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, საქართველო-ისრაელის ურთიერთობები შეიცვალა, განსაკუთრებით კი ეს პოზიტიური ცვლილება გაიზარდა საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის, "ვარდების რევოლუციის" ლიდერის მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას. საქართველოს დღეს ჰყავს დემოკრატიული მთავრობა, აქტიური პარლამენტი და აქვს ღრმა ურთიერთობები ეკონომიკისა და სხვა სფეროებში," - განაცხადა ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარემ რუვენ რივლინმა.

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...