planetanews Posted March 14, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 14, 2012 http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg ჭიდაობის საერთაშორისო ევროპული ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2013 წლის ევროპის ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს. სელას კონგრესი ბელგრადში გაიმართა, რომელსაც საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი კახა გეწაძეც ესწრებოდა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სერბეთში დასრულებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ევროპირველობის მასპინძლის დროშა სერბებმა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციას გადააბარეს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2013 წლის მარტში თბილისის სპორტის სასახლე ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. 6-11 მარტს სერბეთის დედაქალაქმა ბელგრადმა ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. ქართველი მოჭიდავეები ევროპირველობაზე წარმატებით გამოვიდნენ და საერთო ჯამში ერთი ოქროს, სამი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს. ევროპის ჩემპიონი 84კგ წონით კატეგორიაში დავით მარსაგიშვილი გახდა. მომავალი ჩემპიონატის მასპინძლის დროშის ქართული დელეგაციისთვის გადმოცემა, სავარაუდოდ, სწორედ ქართველი სპორტსმენების წარმატებულ ასპარეზობას უკავშირდება. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts